გუდაური 15 დეკემბრიდან გელოდებათ
გუდაური 15 დეკემბრიდან გელოდებათ
03.12.2018
ავტორი:

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თავის დაარსების 30-ე წელს სეზონს 15 დეკემბერს გახსნის. ისევე, როგორც ამ წლების განმავლობაში, ამ სეზონზეც, გუდაური დამსვენებელს ბევრ საინტერესო ტურნირს ჰპირდება. ტრადიციულად, გუდაური სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპს უმასპინძლებს.

თუმცა, ახალ სეზონზე სათხილამურო კურორტი სრიალის მოყვარულებს 6 ახალი და ერთი  რეკონსტრუირებული  საბაგიროთი ხვდება.

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს. გუდაური 30-ე იუბილეს  სიახლეებით ხვდება. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება მიმდინარეობს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები  გაცილებით მეტი მოთხილამურის გადაადგილებას შეძლებს, რიგების გარეშე.  დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი ხელუვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა.

სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში მოხდა  არსებული საბაგიროებიდან  „პირველისა" და „სოლიკოს" დემონტაჟი  და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე „კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობა.

საბაგიროები  „სოლიკო" და „კუდები" ღია  ბაბლის ტიპის 6 ადგილიანი იქნება,  რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყობს, ხოლო  საბაგირო „პირველი" ღია, ასევე 6 ადგილიანი.  საბაგირო ,,პირველის" და „ სოლიკოს"  გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების" კი 2200 მგზავრი იქნება.

საბაგიროები „პირველი", „სოლიკო" და „კუდები" 1987 წელს აშენდა,  წლების განმავლობაში საბაგიროები მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურებოდა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა   491% -ით გაიზარდ. ვიზიტორების ზრდასთან ერთდ კურორტზე საჭირო გახდა უახლესი სბაგიროების დამატება და არსებული სბაგირო „კუდების"  რეკონსტრუქცია.


მთის კურორტების განვითარების კომპანიის ფოტო