ყველა გზა რომში მიდის?
ყველა გზა რომში მიდის?
02.12.2018
ავტორი:


ორივე შემთხვევაში, უეფა-ს ერთა ლიგაში დარჩენილ თამაშებში და ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მიეცემა შანსი, პირველად ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და არა აქვს, მნშივნელობა ამ გზას, რომიდან დაიწყებს, სადაც აღნიშნული ჩემპიონატის პირველი თამაში ჩატარდება, თუ რომის გვერდის ავლით. მთავარია, რომ იმ 12 ქვეყნიდან ერთ-ერთში ავღმოვჩნდეთ, სადაც ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის ჯგუფური თამაშები ჩატარდება.  

2020 წლის „ოცნების ორ ნაბიჯამდე" კი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უკვე 2019 წლის მარტიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა. დუბლინში, დღეს გამართულ წილისყრაზე, რომელშიც უეფა-ს ერთა ლიგის რეიტინგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იყო განთავსებული, ჩვენს მეტოქეებად შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი გამოვლინდნენ.

დღევანდელ წილისყრაში, უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა მონაწილეობდა. ქვეყნები ხუთ და ექვს გუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ.

რომის გავლით, ლონდონისკენ მიმავალ გზას, საკვალიფიკაციო ეტაპიდან თითოეულ ჯგუფში 2-2 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საკვალფიკაციო ეტაპზე, დღეს დაკომპლექტებული 10 ჯგუფიდან, საერთო ჯამში, „ევრო 2020"-ზე მონაწილე 20 ნაკრები გამოვლინდება. დანარჩენი 4 ადგილს კი, უეფა-ს ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები შეავსებენ. დღევანდელ წილისყრაში, უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა მონაწილეობდა. ქვეყნები ხუთ და ექვს გუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ.

ევროპის ჩემპიონატის საიუბილეო, რიგით მე-60 გათამაშებაში კი, მასპინძლი უპრეცედენტოდ ბევრი 12 ქვეყანა იქნება. კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის მატჩებს იტალია (სტადიო ოლიმპიკო, რომი), აზერბაიჯანი (ოლიმპიური სტადიონი, ბაქო), რუსეთი(სანქტ პეტერბურგის სტადიონი), დანია (პარკენი, კოპენჰაგენი), ჰოლანდია (იოჰან კრუიფ არენა, ამსტერდამი), რუმინეთი (ეროვნული სტადიონი, ბუქარესტი), ინგლისი (უემბლი, ლონდონი), შოტლანდია (ჰემპდენ პარკი, გლაზგო), ესპანეთი (სან მამესი, ბილბაო), ირლანდია (დუბლინ არენა, დუბლინი), გერმანია (მიუნხენის საფეხბურთო სტადიონი), უნგრეთი (ფერენც პუშკაშის სტადიონი, ბუდაპეშტი) უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2019 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. თუ როგორი იქნება ამ თამაშების კალენდარი, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. მანამდე კი უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სანაკრებო ფანჯრები ასე გამოიყურება:

21-23/03/2019: პირველი მატჩის დღე

24-26/03/2019: მეორე მატჩის დღე

07-08/06/2019: მესამე მატჩის დღე

10-11/06/2019: მეოთხე მატჩის დღე

05-07/09/2019: მეხუთე მატჩის დღე

08-10/09/2019: მეექვსე მატჩის დღე

10-12/10/2019: მეშვიდე მატჩის დღე

13-15/10/2019: მერვე მატჩის დღე

14-16/11/2019: მეცხრე მატჩის დღე

17-19/11/2019: მეათე მატჩის დღე

22/11/2019: ევროპის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფი

01/12/2019: UEFA EURO 2020 ფინალური ტურნირის წილისყრა

26-31/03/2020: ევროპის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფის დღე

01/04/2020: საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტურნირის წილისყრა

12/06-12/07/2020: UEFA EURO 2020 ფინალური ტურნირი