პირველი „პოკერი“ და ბოლო ტურამდე გაურკვევლობა
პირველი „პოკერი“ და ბოლო ტურამდე გაურკვევლობა
30.11.2018
ავტორი:

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2018 წლის სეზონის დასრულაბამდე თუკი პირველი და ბოლო ადგილების ბედი, 2 ტურით ადრე ცნობილია, თუ ვინ, რომელ ადგილებს დაიკავებს საბოლოოდ სატურნირო ცხრილში, სწორედ , დეკემბერში დარჩენილი სათამაშო ტურების შემდეგ გაირკვევა.

***

მანამდე კი, ეროვნული ლიგის 34-ე ტური, შემდგომის ბოლო დღეს ჩატარდა.  ამ ტურში, 2 მატჩში მშრალი ფრე 0-0 დაფიქსირდა. სწორედ, ამ ანგარიშით 0-0 დასრულდა შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხზე, რომელშიც „რუსთავი" და „დილა" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ მატჩში, თუკი „დილას" ქულები, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დასაბრუნებლად სჭირდებოდა, რითაც მომავალ წელს, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებდა, „რუსთავი" გადათამაშების ზონიდან თავის დაღწევას ცდილობდა. თუმცა, ამოცანა, ორივე გუნდისთვის დარჩენილ ტურებში გადაიდო.




***

ურთიერთდერეფნების და ჩემპიონ-თასმოგებულების, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის თითქმის, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარებული ნულოვანი ფრეს შემდეგ, მატჩმა „ტორპედოსა" და „საბურთალოს" შორის (0-0 დარსულდა), ამ გუნდების სატურნირო მდომარეობაში არაფერი შეცვლილა. „საბურთალო", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი, 2 ტურის შემდეგ, ოფიციალურად გახდება, ქუთათურებში, მაინც ვერ იწვევს იმ ემოციას, რასაც ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონის, „ტორპედოსა" და სხვა თბილისური კლუბის დაპირისპირება იწვევ. დარჩენილ ტურებში, ქუთაისელებს, რომლებსაც ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება განაღდებული აქვთ, დარჩენ 2 ტურში, სწორედ, „დინამო თბილისთან" შეეცდებიან, სატურნირო ცხრილში საუკეთესო ადგილის დაკავებას.




***

გადათამაშების ზონას თავს ვერ დააღწევს 'სამტრედია". გუნდი, რომელიც 2018-2019 წლების სეზონზე საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენდა, გადათამაშების ზონაშია და ახლა, დიდი ძალისხმევა მოუწევს, იმისთვის, რომ თავი ელიგაში შეინარჩუნოს. 34-ე ტურის შეხვედრაში, სამტრედიელები „სახლში" 1-2 დამარცხდნენ „ჩიხურასთან", რომელსაც დარჩენილ ტურებში, დიდი ძალისხმევა და თანაც გამართლება სჭირდება იმისთვის, რომ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნოს. ამ შეხვედრაში კი, სოსო ფრუიძის შეგირდებმა მატჩის პირველ 2 წუთში გატანილი გოლების წყალობით, მეტად საჭირო 3 ქულის აღება შესძლეს.




***

ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფოთის „კოლხეთი 1913", რომელსაც მომდევნო ტური „დინამო თბილისის" წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი, 34-ე ტურში თბილისში, „ლოკომოტივთან" დიდი ანგარიშით 5-1 დამარცხდა. „კოლხეთი 1913"-ს, რომელსაც მომავალი სეზონის გატარება ფოთის ახალ საფეხბურთო  სტადიონზე მოუწევს, ერთადერთ თავის დასამშვიდებლად, სწორედ ახალი სტადიონი და მინდორი რჩება, რომელიც „მესხი 2"-ზე, 2018 წლის გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, აშკარად სასწრაფოდ საშველია.




***

5 გოლი გაიტანა 34-ე ტურში „დინამო თბილისმაც". „დინამო არენაზე", საერთო ჯამში ამ დღეს 7 გოლი გავიდა.  თბილისელებმა ანგარიში 25-ე წუთზე, გიორგი ზარიას ზუსტი გადაცემის შემდეგ აკაკი შულაიამ გახსნა, 1-0. თუმცა, ბოლნისის „სიონის" ფეხბურთელებმა 4 წუთში ანგარიშს გათანაბრება მოახერხეს, 1-1. გიორგი დათუნაიშვილმა ამ შემთხვევაში, კარგად ისარგებლა დინამოელთა დაცვის უყურადღებობით. პირველი ტაიმის მიწურულს, თითქმის იგივე სცენარი გამეორდა. ანგარიშში, 43-ე წუთზე კვლავ დინამოელები დაწინაურდნენ. გოლი, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა 2-1. თუმცა, ბოლნისელებმა მასპინძლებს, გოლი „გასახდელში გაატანეს". 45-ე წუთზე, გივი ხეცურიანმა, ელიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა 2-2.




აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრშიც, „საბურთალოსთან" მატჩის მსგავსად, „დინამო თბილისმა" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება პირველ ტაიმში ვერ მოახერხა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ დარჩენილ შეხვედრებშიც და მომდევნო სეზონში, კლუბს „დაცვის ხაზის" „დალაგება" მოუწევს.


„სანახაობრივად, კარგი თამაში გამოგვივიდა. კარგი კომბინაციები გავითამაშეთ. შეტევაში კარგად ვმოქმედებდით. გვქონდა, გარკვეული პრობლემები დაცვის ხაზში. ჩავთვალოთ, რომ 2 გოლი ვაჩუქეთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ბიჭებმა მეორე ნახევარში გამონახეს ძალა და კარგია, რომ გავიტანეთ გოლები და წარმატებას მივაღწიეთ", - ამბობს ზაურ სვანაძე, რომელიც „დინამო თბილისს" მეორე ტურია, ხელმძრვანელობს.




აი, მეორე კომპონენტში - თავდასხმაში კი, „სიონთან" მატჩში ბუდუ ზივზივაძემ, თორნიკე ზარქუას შანსი არ დაუტოვა. დინამოელმა, 48-ე, 62-ე და 69-ე წუთზებზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამას, პირველ ტაიმში გატანილი ერთი გოლიც დაემატა და საერთო ჯამში, ბუდუ ზივზივაძემ, 34-ე ტურში 4 გოლი (პოკერი) გაიტანა, მიმდინარე ელიგაზე 21 დააგროვა და გათამაშების ბომბარდირთა სიაში მესამედან, პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.




რაც შეეხება „დინამო თბილისს", 34-ე ტურიში, 5-2 გამარკვების შემდეგ, მას 66 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე მყოფი 3 ქულით უსწრებს „ტორპედოს" რომელსაც მომდევო მატჩი, სწორედ „სიონთან" აქვს გასამართი. „სიონს" კი გადათამაშების ზონიდან თავის დასაღწევად ქულები ჰაერივით სჭირდება.




***

მომდევნო, 35-ე ტური, 3 და 4 დეკემბერს გაიმართება: https://goo.gl/CeMxdu

ბომბარდირთა სია: https://goo.gl/mecnVw

სატურნირო ცხრილი: https://goo.gl/Z2UJen


მასალაში გამოყენებულია: "რუსთავის", "ტორპედოს", "სამტრედიისა" და "ლოკომოტივის" ფოტოები