საკალათბურთო ეროვნული გადამწყვეტი მატჩების წინ
საკალათბურთო ეროვნული გადამწყვეტი მატჩების წინ
28.11.2018
ავტორი:

ტალინში გამგზავრებამდე  საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ.  16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს.  ამ კაპმანიასთან დაკავშირებული სამახსოვრო ფოტოს გადაღებამდე ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობიდან ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც 29 ნოემბერს, გამთენიისას ტალინში გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდგე გუნდს ბექა ბურჯანაძე დაუბრუნდა.

ილიას ზუროსის გუნდში არიან: გიორგი ცინცაძე („ალ-შამარი" ყატარი), თედ მაკფადენი  („გრან კანარია" ესპანეთი, ACB), რატი ანდრონიკაშვილი („ბურგოსი" უ-18, ესპანეთი, ACB),  დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი („დინამო" საქართველო), რევაზ როგავა („ოლიმპი" საქართველო),  ლევან ფაცაცია („ქუთაისი" , საქრათველო),  მიხეილ ბერიშვილი („ალ-შამარი" ყატარი),  , ბექა ბურჯანაძე  („გიპუზკოა ბასკეტ", ესპანეთი, ACB), ილია ლონდარიძე („შსს აკადემია -ტიტები", საქართველო), გიორგი შერმადინი („უნიკახა" ესპანეთი, ACB), გოგა ბითაძე („მეგა ბიმაქსი", სერბეთი).

ხვალ, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები  მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის "საკუ არენაზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს.

ამ და 3 დეკემბრის მატჩისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური "ბასკონიას" წევრები - თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. ნატურალიზებული მოთამაშისთვის  გამოყოფილ 1  ადგილს კი თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია. ის "ტენერიფე იბეროსტარის" ღირსებას იცავს და თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ეუფლება.