კვასხვამ „ტორპედოს“ თასი მოუტანა
კვასხვამ „ტორპედოს“ თასი მოუტანა
25.11.2018
ავტორი:

განსხვავებით, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2017  წლის გათამაშებიდან, როდესაც ქუთაისის „ტორპედომ" საჩხერის „ჩუხურასთან" 11-მეტრიანების სერიაში წააგო, ერთი წლის შემდეგ, სწორედ 11-მეტრიანების სერიის წყალობით, 2018 წლის ეზონი ტუტულის გარეშე არ დაასრულა. მიმდინარე 2018 წლის საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რომელსად დღეს, დიდად გარჯა არც მოუწია, მშობლიურ გუნდს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოუტანა.

ტიტულისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის "ტორპედო" და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, "გაგრა" დაუპირისპირდნენ. ცნობისთვის, სათასო ფინალებში გუნდები მეორედ შეხვდენენ. პირველად, 2011 წლის 26 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით დასრულდა. უგოლო ძირითადი დროის შემდეგ, გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. 115-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი სევასტი თოდუამ ჩაჭრა და „გაგრამ" არსებობის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო. საერთო ჯამში, ამ სათასო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან სასწორი, აშკარად ქუთათურების მხარეს იყო, 3-1.

2018 წლის სათასო ფინალური შეხვდრა კი, „გაგრასა" და „ტორპედოს" შორის რიგით მეექვსე დაპირისპირებად იყო. მატჩი, რომელიც სფფ-ს გადაწყვეტილებით ამჯერად ბათუმში, „ანგისას" სტადიონზე გაიმართა და რომელზეც, ასევე სფფ-ს გადაწყვეტილებით დასწრება უფასო იყო, ყველასათვის მოულოდნელად „გაგრას" მხრიდან სიურპრიზენით დაიწყო. შავიზღვისპირა ქალაქში, გაგრელთა ასეთ წინააღმდეგობას, ქუთაისელები ეტყობა ნაკლებად ელოდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ „გაგრამ", ½ ფინალში „დინამო თბილისის" დამარცხება შესძლო.




„ტორპედომ" რომელსაც, ამ თამაშამდე, სათაშო ელიგის შეხვედრებიანად სექტემბრის მერე 20 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული, გაგრელებს მაღალი ტემპი შესთავაზა. თუმცა, იმერლების გასაოცრად, გაგრელები ამ ტემს აჰყვნენ და შეიძლება კვასხვაძის კართან ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმენს, მაგრამ ბურთი აკონტროლეს და 37-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გოლიც კი გაიტანა. პირველი ტაიმი გაგრელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა და გასახდელშიც „ტორპედო" ოდნავ ჩაფიქიანებული გაუშვა.

საფიქრალი კახა ჩხეტიანს, მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ უფრო მოემატა, როდესაც, 49-ე წუთზე ივანე ხაბელაშვილმა ანგარიში 2-მდე გაზარდა, 2-0. ჩხეტიანი, მეორე ტაიმის დასაწყისიდან იძულებული გახდა, რადიკალური ცვლილებებისთვის მიემართა და ნაწილობრივ გაერისკა კიდეც, რადგან 3 ცვლილება ისე, გააკეთა, რომ ძირათადი დროის 20 წუთი კიდევ სათამაშო რჩებოდა. შესაბამისად, ქუთაისის „ტორპედომ" შეტევის ხაზი გააძლიერა. ბათუმში კი წვიმა გაძლიერდა. ფაქტია, რომ სწორედ, გიორგი ქიმაძის ნაცვლად შეცვლაზე შემოსულმა მილაშ ლაჩნიმ, „ტორპედო" ჯერ თამაშში „დააბრუნდა", 2-1. შემდეგ, კი ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ ხელით თამაშისთვის დადო, 2-2 და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.




საქართველოს თასის 2018 წლის მფლობელის გამოსავლენად დამატებით დროში, „გაგრას" ფორას სახით მინდვრიდან გაძევებული დავით ხურცილავაც დაემატა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „გაგრამ" ვერ მოახერხა რიცვობრივი უპირატესობის  სათავსიოდ შეტრიალება, ვეღაც ტეპმში აჰყვა ქუთაისელებს და ნელ-ნელა ბურთზე კონტროლიც დაკარგდა. აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ½ ფინალში „დინამო თბილისის" წინააღმდეგ, დღესაც, გაგრელებს კარგად გამოსდიოდათ დროის გაყვანა. თუმცა, ½ ფინალისგან განსხვავებით, დღეს, რაც მოახერხეს, თამაშის პენალტების სერიამდე მიეყვანათ.

11- მეტრიანების სერიაში უშეცდომოები აღმოჩნდნენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები. პენალტების სერია 2-4 დასრულდა. ამასთან „გაგრას" ფეხბურთელების ერთი გაცუდებული 11-მეტრიანის გარდა, ბოლო, გადამწყვეტი როინ კვასვაძემ აიღო და გუნდს, მორიგი ტროფეი მოუტანა.

მატჩის სტატისტიკა

აღსანიშნავია, ისევე, როგორც 2017 წელს ელიგის მოგების შემდეგ, ამჯერადაც ქუთაისის „ტორპედომ" , ახალი დიზაინის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიპოვა.

 



ლაშა კუპრაშვილის ფოტოები