მოიტანს თუ არა სპორტული ლეგენდა ფინანსურ შემოსავალს
მოიტანს თუ არა სპორტული ლეგენდა ფინანსურ შემოსავალს
24.11.2018
ავტორი:


ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სპორტული ჟურნალისტისთვის, რომელიც ბარსელონაში პირველად მოხვდა, მთავარი ღირსშესანიშნაობა „კამპ ნოუ" იყო. ბარსელონაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 1 საათზე ჩავედით.  ჩემს მასპინძელთან მაიკოსთან ერთად, ჯერ უეფა-ს ერთა ლიგის მე-5, ანდორა-საქართველოს მატჩზე მიმავალი „ქომაგები", აეროპორტიდან მატარებლით და მერე მეტროთი მივაცილეთ სასტუმრომდე და შემდეგ, მეც ჩემს სასტუმროში დავბინავდი. ამასობაში უკვე 3 საათი იყო. მეორე დილამდე, როდესაც ბარსელონას დატოვება მიხდებოდა სულ ცოტა დრო რჩებოდა.

ბუნებრივია, „კამპ ნოუსთან" - უეფა-ს „5 ვარსკვლავიან" სტადიონთან, შედარებით ნებისმიერი ქართული სტადიონი, მათ შორის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა" მოკრძალებულ ადგილს დაიკავებს ჩრდილში და ვერც, საქართველოს ყველაზე ტიტიულოვანი კლუბი „დინამო თბილისი" მოვა თავისი ნადავლით „ბარსელონასთან". თუმცა, თუ პოსტსაბჭოური სივრციდან, უცხოეთში საფეხბურთო კლუბების ცნობადობას გავითვალისწინებთ, „დინამო თბილისი", კიევის დინამოსთან და მოსკოვის „სპარტაკთან" ერთად ყველაზე ცნობადია.
დაწვრილებით იხილეთ თაჯის ბლოგი:  https://goo.gl/ouhF6H