ელიტ-რაუნდში 17-წლამდე გოგონათა მეტოქეების ვინაობა ცნობილია
ელიტ-რაუნდში 17-წლამდე გოგონათა მეტოქეების ვინაობა ცნობილია
23.11.2018
ავტორი:

ინგლისი, საბეძრნეთი, უნგრეთი და საქართველო - ასე განაწილდა წილისყრის შედეგად საქართველოს ქალ 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის ჯგუფში, რომელის შეხვედრებიც 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება. წილისყრის შედეგად, საერთო ჯამში 7 ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჩვენები 1 ჯგუფში, მეოთხე კალათიდან მოხვდნენ, სადაც ჩვენ გარდა შევიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია,  უელსი, შოტლანდია, სლოვენია და სლოვაკეთი იყვნენ.

ელიტ-რაუნდში 7 ჯგუფში გამარჯვებულ  7 გუნდს, რომლებსაც 2019 წლის 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის თამაში მოუწევთ, მე-8 გუნდი, მასპინძელი ბულგარეთი დაემატება. ფინალური გათამაშება ბულგარეთში  2019 წლის 5-17 მაისის პერიოდში ჩატარდება.


***


შეგახსენებთ, რომ ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველმა 17-წლამდე გოგონებმა ელიტ-რაუნდში გასლა ჰოლანდიაში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ შესძლეს.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, პირველი თამაში ჰააგაში მასპინძლებთან დიდი ანგარიშით 16-0 წააგო და ამის გამო, სოციალურ ქსელებში დიდი რისხვის და აბუჩადაგდების საბაბი გახდა. თუმცა, ერთი, რომ ქალთა ფეხბურთში მსგავსი ანგარიშები ტიპიურია და მეორე ქარველმა გოგონებმა, რომელთა ქვეყანაშიც ქალთა ფეხბურთი, განსაკუთრებით ამ ასაკში მხოლოდ მე-3 წელია იკიდებს ფეხს, წააგო ნაკრებთან, რომელიც 17-წლამდელთა ფინალური ოთხეულის ტურნირში 3-ჯერ იყო გასული. ამ სასტარტო მარცხის შემდეგ, ქართველმა 17-წლამდელებმა, მაქსიმალურად მობილიზება და დარჩენილი 2 შეხვედრის გამართულად თამაში მოახერხეს.

მეორე შეხვედრა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ ფრედ 1-1 ითამაშა. იმ ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ,  რომელშიც რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელების რიცხვი 100 000-ს აჭარბებს და ამ მონაცემებით ევროპის 6 ქვეყანას შორის შედის (ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის შემდეგ).

ჯგუფის მესამე შეხვედრა ქართველმა გოგონებმა ლატვიასთან გამართეს და მშრალი ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. ჯგუფში 4 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ, რომელიც ქართული ქალთა ფეხბურთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.  

აქვე შეგახსენებთ, რომ თუ არ ჩავთვლით ქალთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში  ითამაშა, ეს ქართული ქალთა ფეხბურთის პირველი დიდი წარმატებაა. თანაც, უმნიშვნელოვანესი.

***


დღესვე გაიმართა 2019-2020 წლების  ქალთა 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც საქრათველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდი მე-8 ჯგუფში, ჩეხეთთან, სერბეთთან და უკრაინასთან ერთად მოხვდა.

აღნიშნული ტურნირი, 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება და მომდევნო ეტაპზე, ელიტ-რაუნდში 11 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო და 2-იც საუკეთესო მესამეადგილოსანი ნაკრებები გავლენ. უეფა-ს ახალი სტანდარტების შესაბამისად, საუკეთესო მე-3 ადგილად ითვლება ის გუნდი, რომელსაც რეიტინგით მაღალ გუნდთან აქვს ურთიერთშეხვედრებში მაღალი შედეგი ნაჩვენები.  2020 წელს 17-წლამდე ქალთა ფინალს შვედეთი უმასპინძლებს.

***

კიდევ ერთ კენჭისყრაში, რომელიც დღეს უეფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა 19-წლამდე ქალთა ნაკრებები  იყო. თუმცა, ამ კენჭისყრაში საქართველოს ამ ასაკობრივ გუნდს მონაწილეობა მხოლოდ ერთი მიზეზით არ მიუღია.

გეტყვით, რომ საქართველომ 2020 წელს საქრათველომ 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნდა უმასპინძლოს. ამ ტურნირზე კი სწორედ, იმ გოგონებიდან დიდ ნაწილს მოუწევს თამაში, რომლებმაც ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 44 ქვეყნიდან, ელიტრაუნდში გამსვლელ იმ 26 გუნდს შორის შესძლეს მოხვედრა. ამავდროულად, 2019-2020 წლების ქალ 17-წლამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე გუნდიდანაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ქართველთა გუნდში, ამ ასაკობრივი ნაკრებიდანაც ბევრი იქნება წარმოდგენილი.


მასალაში გამოყენებულია UEFA.COM-ის ფოტოები