ყრუაშვილმა ბელარუსს თბილისის მიმართულება მისცა
ყრუაშვილმა ბელარუსს თბილისის მიმართულება მისცა
22.11.2018
ავტორი: საბა ლომთათიძე

დასრულდა  უეფა-ს ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამით კი  უფლება მოიპოვა 1/2 -ფინალური მატჩი თბილისში ჩაატაროს, ჩვენი მეტოქე ბელარუსიის ნაკრები იქნება. მსგავსი გადანაწილების შესახებ, უეფა-მ ჯერ კიდევ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დააანონსა. იმ დროს გამოქვეყნებული ინფორმაციით, D დივიზიონში საუკეთესო პირველადგილოსანი, ყველაზე ცუდი შედეგის პირველადგილოსანს შეხვედბოდა. ასეთი კი D დივიზიონში ბელარუსია.

ბოლო მატჩი, რომელიც ბელარუსებმა სან-მარინოს ნაკრების წინააღმდეგ გამართეს, ქართველ მსაჯთა ბრიგადამ (გიორგი ყრუაშვილმა, ზაზა მენთეშაშვილმა და  ზაზა ფიფიამ, გიორგი ვადაჭკორიამ და გოგა კიკაჩეიშვილმა, მეოთხე მსაჯი - ლევან ვარამიშვილი) იმსაჯა. 18 ნოემბერს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ბელარუსმა 0-2 გაიმარჯვა.



ბელარუსის ნაკრებმა ჯგუფში 18 შესაძლო ქულიდან 14 აიღო 4 მოგება 2 ფრე, ჯამში 10 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი დაუგროვდა.  ბელორუსის მეტოქეები კი, ჯგუფში ლუქსემბურგის, მოლდოვის და სან მარინოს ნაკრებები იყვნენ.        

ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფია თუმცა ის ფაქტი,რომ ბელარუსს გოლი არ გაუშვია, ეს მხოლოდ მათ ორგანიზებულ გუნდზე მეტყველებს და სხვა არაფეზე. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს მეტოქეს  საკმაოდ ხანდაზმული შემადგენლობა ჰყავს. მათ გუნდში არის 13 ფეხბურთელი რომლებიც 30 წელს არიან გადაცილებულები. ასაკით ყველაზე პატარა, 22 წლის მეკარე დენის შერბიცკია, ხოლო ყველაზე ასაკოვანი, ბელარუსის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი 37 წლის ალესანდრ გლებია. გლებმა თავის დროზე „არსენალში" და „ბარსელონაშიც" ითამაშა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნახევარფინალური შეხვედრა 2020 წელს ჩატარდება, და ბელარუსიის ნაკრებში სავარაუდოდ თაობათა ცვლის პროცესი იქნება დაწყებული.


 

ჩვენი მეტოქე დღემდე აქცენტს ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე აკეთებს და ეროვნულ ნაკრებში, მხოლოდ 7 ლეგიონერი ჰყავდა გამოძახებული. აქედან, უკეთეს შემთხვევაში, ძირითად შემადგენლობაში 4 კაცი თუ ხვდება. 

ბელარუსის შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელები D დივიზიონის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ „ბატეს" 30 წლის ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნია, რომელიც მთლიანად ჩვენი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა იური მოვსისიანთან ერთად. მათ 5-5  გოლი გაიტანეს, დრაგუნის ანგარიშზე ასევე ორი საგოლე პასია.

ასევე საინტერესო მოთამაშეა ბელარუსთა ფორვარდი ანტონ საროკა რომელიც ბელგიის ჩემპიონატში „ლოკერენის" რიგებში გამოდის. ერთა ლიგაზე საროკამ 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო აი ლოკერენის შემადგენლობაში კი 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და გოლი ჯერ არ გაუტანია.




ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ის შანსი რაც ჩვენ მოგვეცა, ის ოცნება, სადაც მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაქვს დარჩენილი, ამ შემთხვევაში მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.  შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უნდა გაითავისოს, რომ დიდი ბრძოლა ელით და ადვილად დღეს ვერავის მოუგებ. მითუმეტეს, ისეთ მძიმე გუნდს როგორიც ბელარუსია. შესაბამისად, ისტორიული შანსი რომელიც ჩვენ მოგვეცა, ასევე მიეცა ჩვენს მეტოქეს და მისი ხელიდან გაშვება არც მათ სურთ. თუმცა,  უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ გვექნება მოედნის უპირატესობა და იმედია, მას საქართველოს ნაკრები სწორად გამოიყენებს.

ერთა ლიგის" ნახევარფინალური მატჩები 2020 წლის გაზაფხულზე შედგება.


მასალა მოამზადა საბა ლომთათიძემ

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა