2020, თითქოს შორი და ასეთი ახლო
2020, თითქოს შორი და ასეთი ახლო
21.11.2018
ავტორი:

2020 წელს, რომლამდეც საკმაოდ დროა, მაგრამ არც თუ ისე ბევრი, საქართველოს ბოლო წლების ოცნებამდე, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი ნაბიჯი რჩება. ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებში „ჯავშანი" არავის აქვს და შესაბამისად ერთა ლიგის „ორ ნაბიჯშიც" და მანამდეც, ევროპის შესარჩევ ციკლშიც, მწვრთნელები დაუძახებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში უკეთესად იქნებიან მომზადებულები.

„ისევე, როგორც 3 წლის მანძილზე ვაკვირდებოდი ჩაკვეტაძეს, ახლაც, ვუყურებ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, „დინამო თბილისის" გუნდებში და ახლაგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებეში. ავსტრიაში შეკრებაზე, ტყუილად არ მყოლია წაყვანილი ლევან ხარაბაძე, 18 წლის დინამოელი. მინდოდა, რომ ეგრძნო, რას ნიშნავს მთავარ ნაკრებში ყოფნა.  თუმცა, იმ გუნდში, რომელმაც დღეს ითამაშა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამოცანას კარგად გაართვეს თავი", - ამბობს ვაისი, რომელიც ამ ეტაპისთვის ბოლო შეხვერდისას ჩვენთან, ქართულ მედიასთან ხაზს უსვამს მისი გუნდის თითოეული წევრის მიერ გამოჩენილ მონდომებაზე და თავდადებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბუნებრივია, ქართველთა სლოვაკმა მწვრთნელმა, რომელსაც 2020-ში დარჩენილი „კუდების" შემდეგ, კონტრაქტი უმთავრდება, იცის, რომ უეფა-ს ერთა ლიგა, ადვილი არა, მაგრამ „გასეირნება" იყო, ევროპის შესარჩევის წინ, სადაც სხვა, ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს სწავლაში ბრძოლა და თამაში.

დაწვრილებით იხილეთ https://goo.gl/41dpXn