მორიგი "მატარებელი"?
მორიგი "მატარებელი"?
14.11.2018
ავტორი:

„ესტადა ნაციონალი" ანდორას მთავარი სარაგბო-საფეხბურთო სტადიონი, სადაც 15 ნოემბერს, უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 ჯგუფურ შეხვედრას გამართავენ ანდორასა და საქართველო ეროვნული ნაკრებები 2014 წელს არის აშენებული. სტადიონზე, რომელიც 3500 მაყურებელს იტევს და 3,8 მილიონი ევრო დაჯდა, მთლიან კომპექსში კიდევ ერთ საინტერესო სპორტულ სივრცეს, საკალთბურო დარბაზსაც მოიცავს, სადაც ამდენივე რაოდენობის მაყურებელი ეტევა. „ესტადა ნაციონალის" რეკორდიც, მაყურებელთა დასწრების თვალსაზრისით, სწორედ 2014 წელს არის დაფიქსირებული, როდესაც ანდორა-ლა-ველაში, ახალი სტადიონის გახსნით მატჩში, ანდორა - უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა.




რთული სათქმელია გამეორდება თუ არა „უელსთან" რეკორდი ანდორა- საქართველოს მატჩზე, მაგრამ ერთია, რომ ამ პატარა და მშვიდ, მთებში ჩაკარგილ სახელმწიფოში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს პატივს სცემენ.

„საქართველო ნაკრები კარგი ხარისხის გუნდია. აქვთ კარგი ტაქტიკა. ბევრად ძლიერები არიან ვიდრე ყაზახეთი. ჩვენთან მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, საქრთველო ნაკრები, მხოლოდ იმის გამო, რომ განაღდებული აქვთ ჯგუფში ადგილი,  არ ითამაშებს მოსუსტებულად. ამ ნაკრებში არიან სერიოზული მოთამაშეები, სერიოზული განზრახვით" -  ამბობს იელედეფონს ლიმა, ანდორას ნაკრების კაპიტანი, მედიისთვის გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.




მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ანდორასთვის მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩია, ქალაქში, გზაჯვარედინებზე გამოკრული „მოაჯირი რეკლამების" გარდა და ისიც, ერთა ლიგის თემაზე და არა კონკრეტულად ამ თამაშთან დაკავშირებით, ვერ შევნიშნეთ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ სტადიონი ცარიელი იქნება. ბილეთის ფასი 20 ევროა.

„ბევრი მოთამაშე გვყავს ტრამვირებული. საქრთველოსთნ რთულ თამაშს ველით, რადგან ძლიერი მოთამაშები არიან. ჩვენი ტაქტიკა აგებული იქნება დაცვით თამაშზე. ვითამაშებთ კარგად ბურთითაც და უბურთოდაც და თუ დაგვჭირდა შევეცდებით შეტევითაც შევუტიოთ.

გუნდში, ბევრი ტრავმირებული გვყავს. მოთამაშეები თითქმის ერთი დონის არიან, ამოტომ ტრავმირებულების არყოფნა დიდად გუნდს არ დაეტყობა. მათ ნებისმიერი შეცვლის" - ამბობს, ანდორას მთავარი კოლდო ალვარესი.



მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთპიროვნულად ლიდერობს, გუნდში ანდორასთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. 12 ნოემბრიდან, სწორედ ამ დღეს შეიკრიბა ეროვნული ნაკრები ანდორაში, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. თუმცა, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, ინდივიდუალუად  ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავამ ტრავმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, ლატვიასთან მიიღო და სათამაშო მოედანს გასულ კვირას დაუბრუნდა.




„ჩვენ ფაქტიურად ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. იმიტომ, რომ ვიცი მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ"- ამბობს ვლადიმირ ვაისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.



ეროვნულ ნაკრებთან არ არის ჯანო ანანიძე. ვაისის თქმით, ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელმა თავად სთხოვა, ამ შეკრებაზე არ ჩასულიყო, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშისგან თავს იკავებს.  ბუნებრივია, თუ არ ჩავთვლით ტრამვირებულებს, სხვა ყველა ფეხბურთელი 15 ნეობრის მატჩისთვის მზადაა. დიდხნიანი შესვენების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში ბაჩანა არაბაული არის დაძახებული.


„ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია. გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბულია, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ შესაძლოა ხვალ არაბულმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა პოზიციაზე," - ამბობს ვაისი და დასძენს, რომ არაა გამორიცხული 15 ნოემბრის მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემაგდენობაში, ის ფეხბურთელებიც დააყენოს ძირითად შემადგენლობაში, რომლებსაც ან შეცვლაზე უწევდათ ერთა ლიგის გათამაშებაში გამოსვლა, ანდა სულაც არ იყვნენ გამოძახებულები ნაკრებში.



„ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ნაკრებში. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო", - ამბობს ვაისი.

მატჩისწინ ჩვენმა გუნდმა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, ანდორის ეროვნულ სტადიონზე გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი იყო ჩართული. ვაისის განცხადებით, ანდორითან უბრძოლველად ვერ გამოვა. გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს და ტაქტიკურადაც შესანიშნავად ემზადება. ბუნებრივია, ვაისმა ისიც მშვენივრად იცის, რაც ანდორელთა მთავარმა მწვრთნელმა მედიას განუცხადა. ანდორელები 15 ნოემბერს მყარ დაცვაში აპირებენ „ჩაჯდომას" და ქართველთა კარის შეწუხებასაც კონტრშეტევებზე შეეცდებიან. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს ლიმას.



„ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს", - აცხადებს ვაისი.

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ