15 და 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯუფის ბოლო შეხვედრებს გამართავ
15 და 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯუფის ბოლო შეხვედრებს გამართავ
13.11.2018
ავტორი:


ხვალ, 14 ნოემბერს, ანდორაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მასპინძელ სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს. ადგილობრივ მედიასთან ერთად ამ დროს უკვე იქნება ის 5 ჟურნალისტი, რომლებიც დღეს დილით ბარსელონაში ჩაფრინდნენ. მათ, ქართული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდება, რომლებიც ბარსელონაში იტალიაში გამართული სარაგბო მატჩის შემდეგ ჩავიდნენ. იმედია, მატჩამდეც და მატჩის შემდეგაც ვაისს და მედიას სალაპარაკო ბევრი ექნებათ.

ბარსელონაში ჩამოვიდნენ და 15 ნოემბერს, ანდორაში მატჩზე დასასწრებად გაემგზავრება ქომაგთა ჯგუფი, რომლებიც ამჯერად 17 კაცის (მათ შორის გოგონების) შემადგენლობით არიან.

ამ მომენტისთვის კი საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეხუთე ოფიციალური მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ანდორაში ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელი სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სოლომონ კვერკველიას მსგავსად, „ტობოლის" ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და აქვე, ნაკრების შემადგენლობას აქვეყნებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისს გამოძახებული ჰყავს:  მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი), მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერსკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსკვეიკსი", აშშ), ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი („გეტებორგი", შვედეთი), თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

ანდორასა და საქართველოს ნაკრებების მატჩი, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთიდან დაიწყება.

"პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი. უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი, ანდორაში გამართული მატჩის შემდეგ.

ჩვენ კი დავძენთ, რომ უეფა-ს ერთთა ლიგის ბოლო ჯგუფურუ შეხვდერა 19 ნოემბერს თბილისში გაიმართება. აღასნიშნავია, რომ ფედერაციამ ამ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს სიმბოლური ფასი 1 ლარი დაადო. ორშაბათის, 12 ნოემბრის მონაცემებით ამ მატჩზე დასასწრები დასავლეთის და აღმოსავლეთის ტრიბუნების ბილეთები, სრულად გაყიდული იყო. შეგახსნენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე „დინმაო თბილისის"სალაროებში იყიდება.  


სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი