სვანაძემ კაჭარავა შეცვალა
სვანაძემ კაჭარავა შეცვალა
11.11.2018
ავტორი:


ზაურ სვანაძე დღეიდან „დინამო თბილისს" გაწვრთნის. ამის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც გაავრცელა.

„კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა", - ნათქვამია „დინამო თბილისის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დინამო თბილისიდან" კახა კაჭარავას წასვლის შესახებ ქართულ მედიაში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების, „გაგრასთან" წაგებული ½ ფინალის შემდეგ გავცრელდა. თუმცა, მას შემდეგ, თავად კაჭარავამ აღნიშნული უარყო. დღესაც, მას შემდეგ, რაც „დინამო თბილისმა" ელიგის 32-ე ტურში „ჩიხურასთან", სახლში, „დინამო არენაზე", დიდი ანგარიშით 1-4 დასრულდა, თავად კაჭარავა გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა.

ზაურ სვანაძე, წასრულში დინამოელი და 1981 წლის ქართული ფეხბურთის ტრიუმფრის მონაწილე, გუნდში, კაჭარავას თანაშემწე 2018 წლის ზამთრიდან არის.