პირველი თამაში დაზვერვა იყო...
პირველი თამაში დაზვერვა იყო...
10.11.2018
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, ფუტსალში, 19-წლამდე ასაკაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის, 2 ჩანიშნული დაპირისპირებიდან პირველი გაიმართა. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, აზერბაიჯანელებმა, პირველებმა შესძლეს დაწინაურება შეხვედრის პირველივე ტაიმში და შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში 2-მდეც გაზარდეს.  

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა, რომ ჩვენი 19-წლამდე ნაკრებისთვის პირველ საერთაშორისო შეხვედრის წინ, ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ. „ეს ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე დავიწყეთ, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგზე ფიქრი რთულია, საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღონ და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი აზრით, მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ მომავალში ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შეავსონ"- აღნიშნა ასათიანმა.



მართლაც, შეხვედრის სტარტზე ჩვენს 19-წლამდე ფეხბურთელებს სწორედ, ამ ნერვიული ფონის დაძელვა გაუჭირდათ. რითაც სტურმერბმა, აზერბაიჯანელებმა კარგად ისარგებლეს. ქართველთაგან, პირველი გოლი 77-ე ნომერმა ნიკა ხარატიშვილმა შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა, 1-2. აღასანიშნავია, რომ ნიკა დღეს, ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების რიგებში. გაშვებული გოლის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა მალევე მოახერხეს სტატუს-კვოს აღდგენა. ანგარიში 1-3 გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ, ქართველმა 19-წლამდელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს მეტოქეს და ანგარიშის კიდევ ერთი ბურთით შემცირება შესძლეს. გოლი, გიორგი ჩადუნელმა გაიტანა. თუმცა, დარჩენილ დროში მეტი ვეღარ მოასწრეს. შეხვედრა 2-3 დასრულდა, სტუმართა გამარჯვებით.



როგორც ქართველთა მწვრთნელი ვარაუდობდა, პირველ შეხვედრას, უფრო დაზვერვვითი ხასიათი ექნებოდა. ახლა, რევანშის ასაღებად, საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებს, ხვალ 11 ნოემბერს კიდევ ერთი მატჩი აქვს წინ. შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 13:00 დაიწყება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შეკრებას შემდეგი შემადგენლობით გადის -  მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი, თორნიკე ყენია; წინა ხაზი: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), საბა ეგრისაშვილი (გაგრა), გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), ირაკლი გაბისკირია (ქუჯი-სენაკი).


ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე 3 ნოემბრიდან იმყოფება. ჩვენი 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩებს ატარებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ არ გაგვიმართლა. ერთ-ერთი ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიჭებთან და ყველა მათგანს გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა. მარტისთვის ყველაინაირად უნდა მოვემზადოთ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გველის. ჩვენი მოთამაშეები ფუტსალში პირველ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა 24 საათიანი მუშობით იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ", -აღნიშნა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ორივე შეხვედრას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში გამართავს. ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში ჩვენი გუნდი თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.