ყველა ბილეთი 1 ლარად!
ყველა ბილეთი 1 ლარად!
09.11.2018
ავტორი:

ყველა ბილეთი 1 ლარად. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის  მატჩზე დასასწრები ბილეთი, თბილისში, „დინამო არენაზე" სწორედ, ერთი ლარი ეღირება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს წლის ბოლოს სასიამოვნო სიურპიზიც მოუწყო.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო - ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა 9 ნოემბრიდან დაიწყებო და მათი შეძენა მითითებულ ბმულზე, უკვე შესაძლებელია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა კი „დინამო არენას" სალაროებში, მოგვიანებით, 12 ნოემბერიდან იქნება შესაძლებელი.

„აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე", - ნათქვამია საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" შედგება. სფფ თხოვნით მიმართავს გულშემატკივარს, სტადიონზე შემოსვლის რეგულაციის ნორმების დაცვით, „დინამო არენაზე" თამაშის დაწყებამდე მოვიდეს და გახდეს, იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც სტადიონზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ახალი ტურნირის, ერთა ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ყველა გვედა დივიზიონიდან, D ლიგიდან დაწიყო. თავის ჯგუფში, ქართველმა ფეხბურთელებმა ამ ეტაპისთვის შემდეგი გზა განვლეს:

ყაზახეთი - საქართველო 0-2

საქართველი - ლატვია 1-0

საქართველო - ანდორა 3-0

ლატვია - საქართველო 0-3

უახსლოეს თამაშსს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლაზე, ანდორაში ჩაატარებს. შეხვედრა 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთიდან დაიწყება.