„ტორპედო“ – „გაგრა“, ვინ მოიგებს ამჯერად?
„ტორპედო“ – „გაგრა“, ვინ მოიგებს ამჯერად?
07.11.2018
ავტორი:

თბილისსა და თელავში დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ½ ფინალური შეხვედრები გაიმართა. საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის „ტორპედო" და „გაგრა" ითამაშებენ. ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ ეს გუნდები სათასო ფინალში ადრეც შეხვედრილან. 2010-11 წლების სეზონზე, ამ გუნდების დაპირისპიებაში გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი დრო გახდა საჭირო. თუმცა, მატჩის ბედი, ტორპედოელთა მიერ გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა.  2011 წლის 26 მაისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ერთადერათი გოლი, საკუთარ, „ტორპედოს" კარში, სევასტი თოდუამ გაიტანა.


დღეს კი, თელავში, „გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე" ლიგა 2-ში მოთამაშე „თელავმა", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთადრეთი გოლი, მე-10 წუთზე, ოლეკსანდრ აზაცკიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანმა, ამ სათასო შეხვედრაში ძირითადი შემაგდნელობის ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.


ანალოგიურად, ძირითადი შემაგდენლობის რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დაიწყო თამაში, „გაგრას" წინააღმდეგ, „დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც. მცირე ტრავმების გამო, ამ დღეს განაცხადში ლაშა თოთაძე და აკაკი შულაიაც არ იყვნენ. მატჩი, რომელიც თბილისში, „დავით პეტრიაშვილის" სახელობის სტადიონზე ჩატარდა დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ამ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი სწორედ, მათ კარში, პირველი დამატებული ტაიმის, დამატებულ წუთზე გავიდა. გოლი, ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა. შეხვედრა კი ანგარიშით 1-0  დასრულდა „გაგრას" სასარგებლოდ.


თუ სად და როდის  გაიმართება 2018 წლის თასის ფინალური შეხვედრა არაა ცნობილი.