12 ნოემბრიდან საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება
12 ნოემბრიდან საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება
06.11.2018
ავტორი:

ბოლო სანაკრებო ფანჯარა 2018 წელს 12 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა. სფფ-ს ცნობით, ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას ანდორაში დაიწყებს. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ კი 15 ნოემბერს გამართავს.

უახლოესი ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა, ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არიან მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია),  გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ),  ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი („გეტებორგი", შვედეთი); თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

ანდორაში, უეფას ერთა ლიგის მატჩში, რომელიც თბილისის დროით 15 ნოემბერს, 23:45 დაიწყება, ჩვენს გუნდს, ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ჩვენი ნაკრები თბილისში, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  შეხვედრა „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.