სარეკლამო რგოლი ანდრეა პირლოს მონაწილეობით თვის ბოლოს გამოვა
სარეკლამო რგოლი ანდრეა პირლოს მონაწილეობით თვის ბოლოს გამოვა
05.11.2018
ავტორი:

ამბავი, რომელიც „ევროპაბეთს" უნდა დაეანონსებინა, მოულოდნელად ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს ინსტაგრამგვერდიდან მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. გაწონასწორებულმა, შემოქმედმა, ევროპელმა ფეხბურთელმა, სწორედ ისეთმა, როგორიც „ევროპაბეთს" სარეკლამო რგოლის გადაღებებისთვის სჭირდებოდა, თბილისში ჩამოსვლა, ჯერ კიდევ საქართველოსკენ მომავალმა, აეროპორტიდან დააანონსა.

"აქ სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოვედი. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში სტუმრობის საშუალება. თბილისში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, შემდეგ 2010 წელს - ვხედავ ბევრ ცვლილებებს და მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა," - ამბობს ანდრია პირლო, „პოპსპორტისთვის" მიცემულ ინეტრვიუში.

იტალიის ნაკრების, იტალიური „მილანისა" და „იუვენტუსის" ლეგენდის ვიზიტის მიზანი ევროპაბეთის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა იყო. კომპანია „ევროპაბეთის" პროფილიდან გამომდინარე, ევროპულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირლოსთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი არა მხოლოდ ერთი რგოლის გადაღებისთვის, არამედ მთელი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნისთვის ჩამოვიდა.

„პროექტზე კომპანია WINDFOR'S-თან და Metro Production-თან ერთად ვმუშაობთ. მოწვეული გვყავს ფრანგი რეჟისორი, რომელიც თავის სტაფთან ერთად მუშაობს, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს. გადაღებები ძალიან მასშტაბურია არა მარტო ევროპაბეთისთვის, არამედ ქვეყნისთვის. პროეტქზე 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ვფიქრობთ, რომ ძალიან მაგარი ხარისხის იქნება. მომხმარებელი შედეგს მალე იხილავს და თვითონ შეაფასებს", - ამბობს, ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორი.

პირლოსთან, თბილისური გადაღებებისას, ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე მუშაობდა. სწორედ, ამ რეჟისორის სახელს უკავშირდება, სხვადასხვა დროს "მერსედეს ბენცის", "როლექსის" და "პეჟოს"  შესახებ გადაღებული სარეკლამო რგოლები. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.




რაც შეეხება თბილისურ ვოიაჟსს, გადაღებებმა ანდრეა პირლოს მონაწილეობით, 3 დღეს გასტანა. თუკი „პოპსპორტზე" გამოქვეყნებული ვიდეო და ფოტო-მასალის ფრაგმენტებით, „ევროპაბეთის" კომპანიის პროფილით და სარეკლამო რგოლის გადაღების პერიოდით, ასევე რგოლის ჩაშვებით ვადებით ვიმსჯელებთ, ის ევროპულ საშობაო პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ევროპული ფეხბურთის ლეგენდა, უკვე არანაკლებ ცნობილ კიდევ ერთ გმირთან ერთად, რომელსაც ჩვენ სპეციალურად არ ვასახელებთ, სწორედ თბილისში ხვდება.

„საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ - ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა," - განაცხადა პირლომ გამგზავრების წინ.

ამჯერად, რიგითი ფანის რანგში, პირლოსგან ავტოგრაფი TSFF.GE-მაც აიღო. თუ რა გაგრძელება ექნება, პირლოს ავტოგრაფიან ფოტოს, ამას უკვე ჩვენი გვერდიდან შეიტყობთ, რომელსაც იტალიელ სპორტსმენებთან, ლეგენდებთან და სპორტით შეპყრობილ ხალხთან თავისი „ანგარიში" აქვს.




სტატია მომზადებულია "პოპსპორტზე" გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

მასალაში გამოქვეყნებულია ამავე წყაროს ფოტოები / ავტ. თამუნა ყულუმბეგაშვილი