"დინამო თბილისთან", “საბურთალომ“ სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა
"დინამო თბილისთან", “საბურთალომ“ სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა
04.11.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის 31-ე ტური, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" დრამატული მატჩით დასრულდა. ქარული საფეხბურთო დაპირისპირებების მთავარი მეტოქეების ქუთაისის „ტორპედოსა"და „დინამო თბილისის" რიგით 71-ე დერბი, იმერულ დედაქალაქში 8000 მაყურებლის თვალწინ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ელიგაზე მაყურებელთა დასწრების თვალსაზრისით ქუთაისი და კონკრეტულად ეს ქართული დერბი, რეკორდსმენია.




ეს გუნდები, ელიგის მე-3 წრის გამოტოვებულ მატჩში 4 დღით ადრეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თბილისში, „ტორპედომ" მართალია, მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგო, მაგრამ იმ შეხვედრაში, დინამოელებს თამაშითაც ნათლად აჯობა. შესაძლოა ამიტომ, ქუთაისში, „დინამოს თბილისის" განადგურებას უფრო ელოდა გულშემატკივარი, ვიდრე იმას, რომ თამაში, მოსატრიალებელი იქნებოდა. თუმცა, ალბათ, რომ არა შეხვედრის მთავარი არბიტრის ჯენერი ხორავას (რომელიც გვერდითა მსაჯს ენდო) გაუმართლებელი შეცდომა, „ტორპედოს" რომელმაც წაგებული მატჩი ბოლო, მისსავე დამატებულ 3 წუთში მოატრიალა, ქუთათურები 3 ქულას დაკარგავდნენ.




სხვათა შორის, ამ გუნდების 31 ოქტომბრის მატჩის დროსაც, სწორედ ჯენერი ხორავა იყო კარის ხაზზე მსაჯი და მას უნდა შეენიშნა საჯარიმოში ხურცილავას, ვიდრე საკაცით გაიყვანდნენ მოხვდა ბურთი რამდენჯერმე (ხან ერთ, ხან მეორე) ხელში თუ არა. 4 ნოემბერს, კი შეხვედრის 73-ე წუთზე, გვერდითა მსაჯის „მოგონილი" თამაშგარის გამო, ლევან შენგელიას გოლი გაუქმდა.




4 ნოემბრის შეხვედრა კი ქუთაისელების იერიშებით დაიწყო და მატჩის სტარტზე მე-2 და მე-8 წუთებზე დინამოელთა მეკარეს სტეფან სიკაჩსს თამაშში ჩართვა მოუხდა. თუმცა, ამის შემდეგ თბილისელებმა გამოასწორეს თამაში და ბურთის ფლობის მხრივაც უპირატესობას დაეუფლნენ. გოლები, მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად, მე-60 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მათე ვაწაძემ, მოახერხა როინ კვასხვაძის კარის აღება, 0-1. 77-ე წუთზე კი, ახალგაზრდა ლევან ხარაბაძემ ულამაზესი თამაშის შემდეგ ანგარიში 2-მდე გაზარდა, 0-2.


მთელი ამ თამაშის დრამატიზმი ჯენერი ხორავას მიერ დამატებულ დროში გამოიხატა. დინამოელებმა კი უკვე მერამდენედ, ამ სეზონში თამაში სწორედ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დათმეს. გადამწყვეტი გოლი, თორნიკე კაპანაძემ გაიტანა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა 2-2. ასე, რომ თუ „დინამო თბილისი" კვლავ ფიქრობს, ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას და მას, ეს შანსი ჯერ კიდევ აქვს, კახა კაჭარავას და მის გუნდს, დარჩენილ ტურებში ამ, „ბოლო წუთების" დილემის გადაჭრა მოუწევთ.




თავის მხრივ, „ტორპედო", რომელმაც მე-3 ადგილზე გაიმყარა პოზიცია, თუ აქვს სურვილი, რომ ევროტურნირებზე ითამაშოს, დარჩენილ თამაშებში მასაც მოუწევს გარჯა. თუმცა, ისევე, როგორც 7 ნოემბერს დავით ყიფიანის თასის ½ თელავში, საკმაოდ მოტივირებული „თელავის" წინააღმდეგ, სადაც კახელებთან დაძაბული ორთაბრძოლა ელით.

***

ამასობაში, სხვაობა, ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის 7 ქულაა. გათამაშების ლიდერმა, 31-ე ტურში, „რუსთავს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა. გოლები, შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა. მე-6 წუთზე დავით ვოლკოვის მიერ გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ, 10-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა ანგარიში 2-მდე გაზარდა და „რუსთავს" ამ თამაშში ადგილი მიუთითა.




ფაქტია, რომ გუნდს, „რუსთავი" გვყავს მხედველობაში, რომელიც მართალია, ელიგაში ახალი ამოსული იყო, მაგრამ ახლა უკვე სხვადასხვა გუნდებში დაფანტული, მთელი ვარსვლავურ-სახელებიანი შემადგენლობით იწყებდა გათამაშებას და ჩემპიონობასაც კი გეგმავდა, ვერც ერთ სეზონში მესამედ შეცვლილი მწვრთნელი შველის. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა პირველივე ტაიმში ანგარიში 1 ბურთამდე შეამცირეს, 2-1. გოლი დავით კვირკველიამ 21-ე წუთზე გაიტანა, ერთხელ ხარიხასაც გაარტყეს. თუმცა, ამის მეტი ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში, 10 კაცით დარჩენილ „საბურთალოს" ეთამაშებოდნენ და ამის ხარჯზე, მცირედ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ „რუსთავმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შესძლო და ახლა, 30 ქულით ბოლოდან მე-4 ადგილზეა.




***

მშრალი ფრე, 0-0 დაფიქსირდა საჩხერეში „ჩიხურასა" და „ლოკომოტივის" შეხვედრაში. სოსო ფრუიძის გუნდი, 54 ქულით მე-4 ადგილზეა და თუ უნდა სამეულში მოხვედრა, დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმალურად დაგროვება სჭირდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი 33-ე ტური იქნება, სადაც „ჩიხურა" მე-3 ადგილისთვის საბოლოო ბრძოლას „ტორპედოსთან" გამართავს.

***

სატურნირო ცხრილის ქვედა ზონაშიც, დარჩენილ ტურებში, გუნდებს რთული ამოცანების შესრულება მოუწევთ. ძირითადად, ცხრილში ადგილების გასაუმჯობესებლად. ამ მხრივ, ბოლნისის „სიონმა", გორის „დილასან", ანგარიშთ,  3-1 გამარჯვების შემდეგ, „რუსავთან" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა და ახლა, 32-ე ტურში, გადასწრებასაც შეეცდება.  

ელიგაში დარჩენის ყველანაირი თეორული შანსი 0-მდე დაიყვანა ფოთის „კოლხეთი 1913"-მა, რომელმაც 31-ე ტურის შეხვედრა „სახლში", ზესტაფონში „სამტრედიასთან", ანგარიშით 0-1 წააგო.  

ელიგის 32-ე ტური  9, 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.

მანამდე კი 7 ნოემებრს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ½ ფინალებია.

სატურნირო ცხრილი