„მონბლანისა“ და „გრანდ ჟორასის“ შემდეგ „მატერჰორნი“
„მონბლანისა“ და „გრანდ ჟორასის“ შემდეგ „მატერჰორნი“
15.10.2018
ავტორი:

მთამსვლელობა, სპორტის იმ სახეობათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მაყურებელს მოკლებულია. თუმცა, საქართველოში მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ის წარმატებები, რომლებსაც ქართველი მთამსვლელები აღწევენ, ხშირად სხვა სპორტული მოვლენების ფონზე იკარგება. იმ დღეებში, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ახალი ისტორიის წერა განაგრძო, ქართველ ახალგაზრდა მთამსვლელთა 3 კაციანმა გუნდმა მწვერვალ „მონბლანს" (4809 მ) შეუტია.


„30 -ში ( ოქტომბერს) სოფელ Les Houches -დან (1,000მ.) დავიძარით და ავედით Nid D'aigle -მდე ( 2,400მ.) და ამინდიც გაფუჭდა. 1 -ში ისევ იგივე ჰათში ( მთის ქოხი) ვიყავით. 2 ოქტომბერს დავიძარით Tete Rousse - კენ, 3,170მ. და ღამე მანდ გავათიეთ. 3 ოქტომბერს Tete Rousse-დან ავედით Refuge du goutier -ში ( 3,815მ.). 4-ში დილით 6:30 საათზე გავედით მწავრვალისკენ. 3 საათსა და 30 წუთში , დილის 10:00 საათზე ვიდექით მწვევრალზე", - ეს არის ქრონოლოგიური ჩანაწერი, რომელიც საბა ყვავილაშვილმა გაავცელა, საკუთარ სოციალურ ქსელში.


საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ნაკრების წევრები ზურა კვესტაძე, გურამ იმნაძე და საბა ყვავილაშვილი ევროპის უმაღლეს მწვერვალზე 4 ოქტომბერს ავიდნენ. ექსპედიცია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მაღაზია „მოგზაურისა" და „არდის" დაფინანსებით შედგა, „მონბლანის" გარდა კიდევ ორი მწვერვალის დალაშქვრას ისახავდა მიზნად - „გრანდ ჟორასისა" (4028 მ) და „მატერჰორნის" გავლას.


„კიდევ ერთი მარშრუტი ალპებში. ვინაიდან გრანდ ჟორასის ჩრდილოეთ კედლის გავლა ბევრი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, გდავწყვიტეთ იმავე მთაზე, სამხრეთის, იტალიის მხრიდან გვეცადა ბედი. 7 ოქტომბერს შამონიდან მონბლანის ქვეშ, 15 კმ-იან გვირაბში გავძვერით და კორმაიერში იტალიური პიცით ვიღდგენდით ენერგიებს, შემდეგი დღეებისთვის. ვინ იფიქრებდა, თუ ეს ენერგიები ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა. 8 ოქტომბერს სოფელ პლანპინსიოდან დავიძარით ბოკალატეს ჰათისკენ 2800 მ. საიდანაც ვაპირებდით მარშრუტზე გასვლას. მარშრუტიც შერჩეულია - Whymper Rib, 1400 ვერტიკალური მეტრი, სხვა ტექნიკურ მახასიეთებლებზე ცოტა რამ თუ ვიცით. 9 ოქტომბერს, გამთენიისას დავიწყეთ ასვლა, თოვლს და ყინულს გრანიტი ცვლიდა, გრანიტს კი თოლლის და ყინულის კულუარები - ასე მივაღწიეთ ვიმპერის მწვერვალს. სპონსორებისთვის რამოდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ, სწრაფადვე დავიწყეთ დაშვება, რადგან ამინდი ფუჭდებოდა. დაშვება კი ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ცუდი ამინდის პირობებში. ასვლისას მარშუტის 80% ერთროულად ვიარეთ. უკან გზაზე კი ამ მონაკვეთებზე თოკებზე დაშვება მოგვიწია, რამაც უამრავი დრო წაიღო. 9 ოქტომბერიც იმაზე მალე დაღამდა ვიდრე მოველოდით.  უკვე ღამის 2 საათი იყო დაწყებული და თხუთმეტიოდე თოკი გვქქონდა "დადულფერებული", დაღლილები ვიყავით და ღამით დაშვება უკვე აღარ შეიძლებოდა, თან ნისლიც გვირთულებდა საქმეს. გადავწყვიტეთ დილამდე "ბივაკებში" გავხვეულიყავით და დღის სინათლეს დავლოდებოდით, ამინდის გაუმჯობესების იმედით. ცივი და გრძელი იყო 10 ოქტომბრის ღამე. გამთენიისას, ბოლო ძალები მოვიკრიფეთ გაყინული და შუშასავით გამხდარი სხეულების ფეხზე წამოსაყენებლად და დაშვება განვაგრძეთ. დღის შუქზე საქმე უფრო მარტივად წავიდა, ნელ-ნელა კიდურებიც გათბა, ამასობაში 1880-იან წლებში აშენებული ბოკალატეს ჰათიც გამოჩნდა და მივხვდით, რომ ხელის ჩარტყმის და მილოცვის დროც მოსულიყო. ახლა, სხვა ადამიანები დავბრუნდებოდით სოფელში, პიცასაც სხვა გემო ექნებოდა!", - იხსენებს ზუკა კვესტაძე.


მომდევნო, მესამე მწვერვალზე, ქართველ მთამსვლელთა სამეული უახლოეს დღეებში აპირებს გასვლას. ზურა კვესტაძე, გურამ იმნაძე და საბა ყვავილაშვილი, „მონბლანისა" და „გრანდ ჟორასის" შემდეგ, უკვე მწვერვალ „მატერჰორნზე" გავლენ. გიგანტური პირამიდის ფორმის ეს მწვერვალი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 4 478 მეტრია, პირველად ინგლისელებმა 1885 წელს დალაშქრეს.


მასალაში გამოყენებულია ექსპედიციის ფოტო