„დინამო თბილისი“ 15-წლამდე ოქროს ლიგაში ლიდერობს
„დინამო თბილისი“ 15-წლამდე ოქროს ლიგაში ლიდერობს
14.10.2018
ავტორი:

დღეს, "დინამოს აკადემიის" მოედანზე,  15-წლამდე ფეხბურთელთა „ოქროს ლიგის" მატჩი გაიმართა.  "დინამო თბილისის" U15-მა გუნდმა "საბურთალოს" ანგარიშით,  4-0 მოუგო. დინამოელებისთვის "ოქროს ლიგაში" ეს მორიგი წარმატებული და თანაც უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.

"თბილისის დინამო" აღნიშნულ ლიგაში, სატურნირო ცხრილში ამ შეხვედრამდეც ლიდერობდა და უშუალო მდევარს "საბურთალოს", რომელსაც 1 მატჩით მეტი ჰქონდა გამართული 3 ქულით უსწრებდა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი პრინციპულ მეტოქესთან სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა.

"დინამო თბილისისა" და "საბურთალოს" ამ დაპირისპირებას საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებიც ეწსრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ორი გუნდი, „დინამო თბილისი" და „საბურთალი" წარმოადგენენ ასაკობრივი ეროვნული ნაკრების ბირთვს, რომელიც ნეომბრის დასაწყისში სერბეთში მიემგზავრება ორი შეხვედრის გასამართად.