ვაისის გუნდი შეკრებას იწყებს
ვაისის გუნდი შეკრებას იწყებს
08.10.2018
ავტორი:

დღეიდან, 8 ოქტომბრიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი შეხვედრებისთვის იწყებს შეკრებას. ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან და ლატვიასთან მატჩების გასამართად,  პირველ ეტაპზე 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. თუმცა, ამ  სიას ორი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე („ემპოლი") და გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა") გამოაკლდებიან. ამის შესახებ TSFF.GE იტყობინებოდა. დღეს კი, სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა ამ დანაკლისის შესახებ, საკუთარ გვერდზეც გაავრცელა ინფორმაცია.  ფეხბურთელები, ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად,  საქართველოს ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით შეიკრიბება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები:  ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური („გრენობლი", საფრანგეთი), ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი) და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი).

აქვე შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, კიდევ 4 ფეხბურთელს  ლევან გეგეჭკორი („ტორპედო", ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია), ბუდუ ზივზივაძე („დინამო, თბილისი"), ბაჩანა არაბული („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი) განიხილავს გაფართოებულ შემადგენლობაში. ასე, რომ არაა გამორიცხული, ნაკრებში გაჩენილ „ვაკანტურ ადგილებზე",   სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშების დროს, სწორედ ამ ფეხბურთელებიდან რომელიმე გამოჩნდეს კიდეც.

შეგახსენებთ რომ:


საქართველოს ერონული ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, „დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.


ისევე, როგორც ლატვისთან მატჩის დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სთხოვე გულშემატკივარს, სტადიონზე მოსახვედრად ისარგებლოს კონკრეტულად ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით (გეითით) და დაიცვას ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც ქვემოთ მითითებულ ბმულშია მოცემული https://goo.gl/Ng1DdR .

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.

უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფში მორიგ მატჩებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ქულით ჯგუფის  ერთპიროვნული ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და  მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებენ.

იხილეთ სატურნირო ცხრილი https://goo.gl/oxj6xd