ნაკრებს 2 კაცი გამოაკლდება?
ნაკრებს 2 კაცი გამოაკლდება?
06.10.2018
ავტორი:

უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების მეორე ფანჯრის პერიოდში, გიორგი ქვილითაიას გარდა, დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე. ფეხბურთელებმა, საკუთარ კლუბებში გამოვსლისას მცირე ტრავმები მიიღეს და ახლა მკურნალობას გადიან.

1 ოქტომბერს ვაისის მიერ დასახელებულ გუნდში, შესაბამისად 2 ვაკანტური ადგილი გამოჩნდა. თუ ვისზე შეაჩერებს ქართველთა თავკაცი ყურადღებას, ამის შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშებისთვის, ვაისის გაფართოებულ შემადგენლობაში ორინი, ლევან გეგეჭკორი („ტორპედო" ქუთაისი) და ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი" ) ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, ასევე, ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია) და ბაჩანა არაბულიც („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი) განიხილებიან. შესაბამისად, სწორედ ამ ფეხბურთელებიდან შეაჩერებს ვაისი უპირველსად ყურადღებას რომელიმე ორზე.

ანდორასა და ლატვიის ნაკრებების წინააღმდე სათამაშოდ კი ვლადიმირ ვაისის ჩამონათვალში, ამ მომენტისთვის შემდეგი ფეხბურთელები რჩებიან: მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი", შვეიცარია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური („გრენობლი", საფრანგეთი), ლუკა ზარანდია („არკა", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკ-ტრნავა", სლოვაკეთი); თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი", კვიპროსი).

ამასობაში, ანდორის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, „დინამო არენის" სალაროებშიც დაიწყო. ბილეთების გაყიდვა გრძელდება ონლაინ რეჟიმშიც, ტრადიციულად  საიტზე TKT.ge. მათი ფასი  5, 10, 15 და 25 ლარია. ინფორმაციისთვის, მატჩზე დასასწრები ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს მათ შორის ბავშვებს, ასაკის მიუხედავად.

„დინამო არენის" სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე მუშოაბს. საქართველოსა და ანდორას ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 13 ოქტომბერს, 20:00 „დინამო არენაზე" გაიმართება. ისევე, როგორც ლატვისთან მატჩის დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სთხოვე გულშემატკივარს, სტადიონზე მოსახვედრად ისარგებლოს კონკრეტულად ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით (გეითით) და დაიცვას ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც ქვემოთ მითითებულ ბმულშია მოცემული.