ბოლო ½ ფინალისტი „შუქურა“ –„ტორპედოს“ დაპირისპირებაში გაირკვევა
ბოლო ½ ფინალისტი „შუქურა“ –„ტორპედოს“ დაპირისპირებაში გაირკვევა
03.10.2018
ავტორი:

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების ბოლო, მეოთხე ½ ფინალისტის ვინაობა 24 ოქტომბერს გაირკვევა. ამ დღეს, ქუთაისის „ტორპედო" ქობულეთში, „შუქურას" დაუპირისპირდება.

მანამდე ცნობილია, ის სამი გუნდი გაირკვა, რომლებმაც 3 ოქტომბერს ¼ ფინალურ მატჩებში გამარჯვება და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

„მცხეთა პარკზე"  „ვიტ ჯორჯია" ანგარიშით 0-3 „თელავთან" დამარცხდა.  

მინიმალური ანგარიშით, 0-1 „გაგრამ" შავიზღვისპირული კლუბი „მეტა" აჭარაში დააამარცხა.

ლანჩხუთში, „ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე", „გურიასა" და"დინამო თბილისის" 1/4-ფინალური დაპირისპირება, თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თუმცა, პირველ ტაიმში, დინამოელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ისევე, როგორც ტაიმის ბოლოს ლანჩხუთელთა მე-11 ნომერმა ნიკოლოზ ნარიაშვილმა, რომელიც ერთი-ერთზე დარჩა დინამოელთა მეკარეს დიმიტრი ბულისკერიას წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მთლიან შეხვედრაში, ეს იყო მასპინძელთა ერთად-ერთი რეალური ხიფათი თბილისელთა კართან. ტაიმი, მშრალად 0-0 დასრულდა.




მეორე ტაიმში კი დინამოელებმა ეს შანსიც აღარ მისცეს გურულებს და 58-ე წუთიდან დაწყებული 5 გოლის გატანა მოახერხეს. 58-ე წუთზე ანგარიში ლევან შენგელიამ გახსნა. მე-60 წუთზე გიორგი ივანიშვილმა ორმანდე გაზაარდა. ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი ლაშა თოთაძემ, 68-ე წუთზე. ერთწუთიან შუალედში 70-ე და 71-ე წუთებზე კი ბუდუ ზივზივაძემ დუბლი ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში შედგა დინამოელთა ლეგიონერის, ნიგერიელი მცველის ლუქმან გილმორის დებიუტი. „დინამო თბილისმა" დიდი ანგარიშით 0-5 .




ისევე, როგორც 1/8 ფინალური სათასო შეხვედრისას, ამჯერადაც კახა კაჭარავამ „დინამო თბილისის" რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც ელიგის მატჩებში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩანან ხოლმე დასვენების საშუალება მისცა.