„რუსთავი“ ამტკიცებს, რომ მსაჯები ჩაგრავენ
„რუსთავი“ ამტკიცებს, რომ მსაჯები ჩაგრავენ
02.10.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის მეოთხე წრის პირველი შეხვედრა, „რუსთავს", მიმდინარე კვირის ბოლოს, 7 ოქტომბერს, „დინამო თბილისთან" აქვს გასამართი. მესამე წრის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, კი მეტალურგთა ქალაქის მთავარი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი მედიასთან საუბრისას ყურადღებას, მისი გუნდის საზიანოდ, მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს.

სოსიაშვილის თქმით, მე-4 თამაშია, მსაჯები „რუსთაველთა" მიერ გაკეთებულ დარღვევებს ამჩნევენ. ხოლო, მათ წინააღმდეგ დაშვებულ შეცდომებს კი, რატომღაც ვერ ხედავენ.  თუმცა, არა მხოლოდ სოსიაშვილი, ბევრი თვლის, რომ ერთ-ერთი ასეთი შეცდომა, დღეს, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ მატშიც გამოეპარათ მსაჯებს. ლაპარაკია, პირველი ტაიმის 36-ე წუთზე, „ლოკომოტივის" საჯარიმოში მომხდარ დარღვევაზე, რომლის დროსაც რუსთაველთა მე-14 ნომერი, ბექა ქავთარაძე საჯარიმოში წაიქცა. შეხვედრის არბიტრმა კი 11-მეტრიანი არ დანიშნა. ბუნებრივია, მომენტი საკამათოა. თუმცა, ვიდეო - გამეორებისას, ერთ-ერთ მომენტში ჩანს, რომ საჯარიმოში შესულ ქავთარაძეს, ბურთი სულ ოდნავ წინ გაუვარდა. სწორედ, ამ დროს წაკრა ბურთს ფეხი ლოკომოტიველმა უბილავამ, რომლის ფეხსაც შემდეგ ქავთარაძე წამოედო და დაეცა. ასეა თუ ისე, მსაჯმა 11-მეტრიანი არ დანიშნა. ისევე, როგორც მომედვნო მონენტში, რომლის დროსაც რუსთაველები ხელით თამაშზე აპელირებდნენ. თუმცა, ჯარიმა მათ საწინააღმდეგოდ დაიდო.

„იდეალური იქნებოდა, რომ დღეს ჩვენ თამაში მოგვეგო. ამ შემთხვევაში, გავინაღდებდით ღირსეულ ადგილს 8 გუნდში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობდა თამაშის დღევანდელი სცენარიც. ორმხივ იერიშებში, ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას. ორივე გუნდის მხრიდან იყო მომენტები. პირველი ტამი ჩვენმა გუნდმა უფო კარგად ჩაატარა. მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი ცუდად ჩავატარეთ. თუმცა, 70 წუთის განმავლბაში სათამაშო ინიციატივას ჩვენ ვფლობდით. ასე, რომ ჩვენი მიზანი იქნება, შემდგომი მატჩებში გამოვასწორთ ეს და დავიწყოთ მოგება", - ამბობს უჩა სოსიაშვილი.




ანგარიში კი, „რუსთავისა" და „საბურთალოს" დაპირსპირებაში, დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა. მატჩის 21-ე წამზე თეიმურაზ შონიას გადაცემის შემდეგ, ლოკომოტიველმა დავით ჯიქიამ თავით გადააგზავნა ბურთი მეტოქის კარში. აღსანიშნავია, რომ ჯიქიას გოლი, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არის ყველაზე სწრაფი გოლი.

„უმჯობესი იქნებოდა, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა და მეტად დავშორებოდით „რუსთავს" ქულების თვალსაზრისით. გოლის შემდეგ, თამაში ცოტა ქაოსურად მიმდინარეობდა. მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს მოვახერხეთ კვლავ უპირატესობის შექმნა. მნიშვნელოვანია მომდევნო ტურები. გავქვს, ერთი გამოტოვებული თამაში „ტორპედოსთან". ასე, რომ ჩვენთვის მესამე წრე ჯერ არაა დასრულებული. ჩემპიონატის ამ მონაკვეთს, დადებითად შევაფასებდი, მაგრამ მნიშვნელოვანია სამომავლოდ ხარიხსის გაუმჯობესება", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვთნელი.

მართლაც, უსიამოვნო სტარტის შემდეგ, „რუსთავმა" მთელი ძალებით შეუტია და შეტევაზე გადავიდა. „ლოკომოტივი" კი, ბურთს სწრაფად კარგავდა. გამოსავალი კონტრშეტევებზე თამაში იყო. თუმცა, მათ „რუსთავის" კართან პირველ ტაიმში სერიოზული საფრთხე არ მოჰყოლიათ. მეორე ტაიმში, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ამ მონაკვეთის სტარტზე, 50-ე წუთზე, რუსთაველებმა კარგად გამოიყენეს სტანდარტული სიტუაცია და გიორგი პაპავამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. აი, შეხვედრის მიწურულს, კი რუსთაველები ერთი წუთის მანძილზე, 4-ჯერ თუ 5-ჯერ იხსნა სეფიაშვილმა, რომელმაც ზედიზედ არ გაატანინა გოლი თბილისელებს.  საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

სატურნირი ცხრილი

 

როგორც გითხარით, მომდევნო 28-ე ტურში, „რუსთავი" - „დინამო თბილისს" უმასპინძლებს.

„ლოკომოტივი" -  ზესტაფონში „სამტრედიას" დაუპირისპირდება.

მანამდე კი ხვალ 3 ოქტომბერს და შემდეგ, 7 ოქტომბერს, 4-დღიან შუალედში ქუთაისის „ტორპედო" და გორის „დილა" მესამე და მეოთხე წრის შეხვედრებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.