ლიდერმა აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
ლიდერმა აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
01.10.2018
ავტორი:

ელიგის ლიდერ გუნდებს შორის, სატურნირო ცხრილში, სხვაობა კვალვ 5 ქულაა. უკვე მერამდენედ, „საბურთალომ" ვერ გამოიყენა შანსი „გაქცეოდა" „დინამო თბილისს", რომელსაც მართალია, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ 27-ე ტურის მატჩი, გორში „დილასთან" 1-0 წააგო.  გამარჯვების შემხთვევაში, „საბურთალო" უშუალო მადევარს 7 ქულით გაუსწრებდა და მეოთხე წრეშიც, ოდნავ მშვიდად შეეცდებოდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.

თუმცა, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის „საბურთალოსა" და ელიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის „სამტრედიის" შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით 1-1 დასრულდა.



 

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების, თბილისელი ფეხბურთელების აქტიურობით გამოირჩა, თუ არ ჩავთვლის, შეხვედრის სტარტზე, ლაზარე კუპატაძის კართა შექმნილ მომენტს. ტაიმის ბოლოს კი,  შედეგი ლოგიკური იყო, მას შემდეგ რაც, 41-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა ერთ რიგში ჩამწკრივებულ სამტრედიელებს, მათ შორის მეკარეს დავით კუპატაძესაც, სტანდარტულის შემდეგ კარისკენ მიმავალი ბურთისთვის მშვიდად და გაუნძრევლად გააყოლებინა თვალი, ანგარიში კი 1-0 გახდა თბილისელთა სასარგებლოდ.




ბუნებრივია, „სამტრედიას", რომელსაც ამ სეზონში უკვე მეოთხე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და უაღრესად საშიშ ზონაშია, ქულების დაგროვების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ აქვს. მითუმეტეს, რომ გუნდი, რომელიც სეზონის წინ მაღალი მიზნებისთვის შეჰკრეს ახლა, ელიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. გიორგი დარასელიას გუნდი, „საბურთალოსთან" შეხვედრის მეორე ნახევარში სხვანაირად მოტივირებული გამოვიდა და 50-ე წუთზე შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით, ოლეგ მამასახლისმა ანგარიში გაათანაბრა 1-1. კიდევ რამდენიმე წუთში, ასევე შორი მანძილიდან, ამჯერად, ივან ფატიჩის დარტყმული მოხვდა ხარიხას და საბურთალოელები მორიგი გოლისგან იხნსა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში  სამტრედიელთა შეტევები, ტაიმის დასაწყიში შეცვლაზე შემოსულმა იგორ კოშმანმა გაამწვავა, რომელიც საბურთალოელთა დაცვის ხაზისთვის რიგ მომენტებში „კოშმარი" უფრო იყო. უკვე თამაშის მიწურულს რამდენიმე მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ დავით ვოლკოვს. თუმცა, აქ სამტრედიელთა მეკარემ არ დაუთმო თბილისელთა თავდამსხმელს. სხვათა შორის, ამ მატჩიდან, სწორედ დავით ვოლკოვს უკავშირდება მომენტი, რომელიც კარგა ხანი დავის საგანი იქნება. შეხვედრის მიწურულს, ვაგნერმა სამტრედიაელთა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა ვოლკოვი, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.




ასეა თუ ისე, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ  „საბურთალომ" ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გაქცეოდა „დინამო თბილისს".

მატჩის ბოლოს, გიორგი დარასელია „სამტერდიის" თამაშს დადებითად შეაფასებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ბიჭებმა იბრძოლეს და დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე,  სჯერა გუნდის, რომ კიდევ მოუმატებენ. „საბურთალო" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღევანდელ ჩემპიონატში გორის „დილასთან", „დინამო თბილისთან" ერთად და ძნელია მათთან თამაში რა თქმა უნდა. თუმცა, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ჩვენს ბიჭებსაც შეუძლიათ თამაში", - ამბობს გიორგი დარასელია.




მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა „საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც: „წნეხი არის დიდი. ძალიან დიდი ხანია ეს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ჩვეულებრივი მომენტია, მარტო ჩვენ არ მოგვდის, რომ თამაში ჩავაგდეთ. ყველა ლიდერი კარგავს ქულებს, მათ შორის აუტსაიდერთან. ეს, უფრო ფსიქოლოგიური მომენტია და ალბათ, ნელ-ნელა ამოვისუნთქებთ და ისევ, იმ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ. ლიდერობა რთულია, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა და ვფიქრობ, რომ ამ დაწყებულ საქმეს, როდესაც პირველი ტურიდან პირველ ადგილზე ვართ, ბოლომდე მივიყვანთ. არ მგონია, რომ უპირატესობა გავანიავოთ. რა თქმა უნდა ამ ხარისხის თამაშები, არ უნდა იყოს. მოვემზადებით, ცოტას დავისვენებთ, ტრავმირებულებიც გვიბრუნდებიან და ბოლო წრეში, სხვა ხარისხის გუნდი იქნება, გუნდში, კონკურეციაც მეტი იქნება".




მართლაც, მესამე წრის ბოლო და „სამტერდიასთან" შეხვედრაც „საბურთალოსთვის" მძიმე აღმოჩნდა. გიორგი ჭაიბრიშვილი თვლის, რომ საჩხერეში, „ჩიხურასთან" ურთულესი მატჩის შემდეგ, მისმა გუნდმა სრული აღდგენა ვერ მოასწრო და ეს თამაშის ხარისხსაც დაეტყო. „საბურთალომ", ბოლო 4 თამაშში, მხოლოდ 4 ქულის დაგროვება, აქედან ერთის მოგება შესძლო „ჩიხურასთან".

27-ე ტურის შემდეგ, „საბურთალო", სატურნირო ცხრილში, 60 ქულით, პირველ ადგილზეა.