მარცხი, რომელიც უფრო გტკივა
მარცხი, რომელიც უფრო გტკივა
16.09.2018
ავტორი:



საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბსაც, გონზე მოსასვლელად თითქმის ორი თვე აქვთ. სწორედ ამ დროს, განახლდება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ეროპულ ზონაში. ილიას ზუროსის გუნდმა, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ, ყველაზე დრამატულ მატჩში დამარცხების მიუხედავად, უნდა მოახერხოს რეაბილიტირება, დღევანდელი შეხვედრის გაანალიზება და დარჩენილი 4 თამაშისას ცივ გონებაზე, მაქსიმალური შედეგის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთან მარცხით, საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა, რეალურად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ბუნებრივია, იმისდა მიუხედავად, რომ ქათველმა კალათბურთელებმა შეხვედრის პირველი მეოთხედი 30-17 მოიგეს, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ბერძნები მატჩის ასეთ მიმდინარეობას შეეგუებოდნენ. მიხედავად ამისა, გუნდმა, რომელშიც ევროლიგის ბევრი მოთამაშეა, დიდი გამოცდილებით, ქართველების წინააღმდეგობა ვერც მეორე მეოთხედში დაძლიეს. თუმცა, მეოთხედი  19-21 მოიგეს და საერთო ჯამში, ქართველთა უპირატესობა ამ დროისთვის 13-დან 11 ქულამდე შეამცირეს. პირველი ტაიმი 49-38 დასრულდა.




„თავიდან უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე ტაიმი მეტოქემ კარგად დაიწყო. გამარჯვების შანსს ბოლომდე ვინარჩუნედით. დღეს არ გაგვიმართლა. ბიჭებმა, სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო შეასრულა ძალიან მოკლე პერიოდში", - ამბობს ილიას ზუროსი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

 „ჩხუბის" შემდეგ, მუშტების ქნევას არ აქვს აზრი. თუმცა, აღნიშვნის ღირსია მესამე მეოთხედში მსაჯების მიერ „გატარებული" რამდენიმე მომენტი, რომელმაც რეალურად მატჩის მსვლელობა ბერძნების სასიკეთოდ შემოატრიალა. ფაქტია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 15 ქულის აღება მოახერხა, ბერძნებმა კი 27-ის. აქ, თითქმის ისეთივე ფარდობითობა იყო, როგორც პირველ მეოთხედში, მხოლოდ ამჯერად, ბერძნების სასარგებლოდ. მესამე მეოთხედი 15-27 დასრულდა. ამ მომენტში მატჩის საერთო ანგარიში 64-65 გახდა, ბერძნების სასარგებლოდ.




არგამართლებასთან ერთად, მეორე ტაიმში მთლიანად, ქართველთა რიგებში იმატა წუნმა, რასაც მხოლოდ სტურმართა დავცაში გამართულ თამაშს ვერ მივაწერთ, რადგან წუნი ჰქონდათ ბერძნებსაც და თანაც, საკმაოდ ბევრი. თანასის სკურტოპულოსმა, ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა, მატჩის შემდეგ ყურადღება თორნიკე შენგელიას ფაქტორზე გაამახვიდა და აღნიშნა, რომ სწორედ, ქართველთა ამ მოთამაშის ნეიტრალიზებაზე გააკეთა დღეს აქცენტები. სკურტოპულოსის თქმით, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს. თუმცა, თორნიკეს ანგარიშზე ისევე როგორც გოგა ბითაძის (ეს კალათბურთელი ყოველ თამაშზე უმატებს და აუცილებლად აღნიშვნის ღირსია), დღეს 19-19 ქულა დაგროვდა. ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი და სარგებლიანი კი მეტ ჯენინგი იყო 24 ქულით.




მთელი თამაშის მანძილზე ჩვენმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა ბერძენ ნიკ კალატესს, რომელიც შეუჩერებელი იყო და საბოლოოდ, 31 ქულა დააგროვა.

ბოლო, მეოთხე პერიოდი 21-21 კი დასრულდა, თუმცა ბერძნებმა თამაში, 1 ქულით მოიგვიგეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გაიფორმეს. არადა, 1:16 წამით ადრე ქართველები 6 ქულას იგებდნენ და ალბათ, დროზე ადრე, რომ არ ეზეიმათ გამარჯვება, არც იმ ელემენტარულ შეცდომებს დაუშვებდენ, რამაც დღევადენლი შედეგი 85-86 დააფიქსირა ტაბლოზე.




კიდევ ერთი მომენტი და ალბათ, არა საწყენად... უნდათ ამის დანახვა მავანთ თუ არა, ილიას ზუროსის გუნდი, თუ არ ჩავთვლით სასტარტო ხუთეულს, რომელსაც 2 თამაშში, უბრალოდ ქანცი გასწყდა, სკამის გარეშეა. ბუნებრივია, დღეს არ გაგვიმართა და იღბალმა გვიმტყუნა, თუმცა, იღბალის შემთხვევაშიც, ილიას ზუროსი მოკლე სკამით ჯადოქარი არაა, რომ სასწაულები ახდინოს.

მატჩის სტატისტიკა