„დინამო არენამ“ ტაიმ-აუტი „აიღო“
„დინამო არენამ“ ტაიმ-აუტი „აიღო“
17.09.2018
ავტორი:

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ეროვნული ლიგის გათამაშების უახლოეს საშინაო მატჩებს „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" გამართავს. მესამე წრეში, „დინამოს" ასეთი, 2 თამაშის ჩატარება უწევს. ერთის, 27 სექტემბერს ფოთის  „კოლხეთი 1913"-ის წინააღმდეგ და  მეორეც, მე-3 წრის გადადებული შეხვედრისა ქუთაისის „ტორპედოსთან". თუკი, ეს უკანასკნელი, „დინამო არენის" „ტაიმ-აუტის" დროს ჩაინიშნება.

„დინამო არენამ"  კი ტაიმ-აუტი „აიღო", 16 სექტემბერს გამართული თბილისური დერბის დასრულებისთანავე აიღო. ეს დროებითი გადაწყვეტილება „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობამ, სფფ-სთან ერთობლივად მიიღო, მას შემდეგ, რაც უეფა-ს ერთა ლიგის 11 სექტემბრის მატჩის დროს, ქვეყნის მთავარი სტადიონის მინდვრის საფარს პრობლემები შეექმნა.

სფფ-სა და „დინამო არენის" ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ იძულებითი შესვენების დროს, „დინამო არენის" საფარი, უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 13 ოქტომბერს, 20:00 ანდორას ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სწორედ „დინამო არენაზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე" მინდვრის საფარი 2015 წლის უეფა-ს სუპერ თაისის მატჩისთვის შეიცვალა. თუმცა, მას შემდეგ ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო არენამ, თითქმის შეუსვენებლად სხვადასხვა დონის სპორტულ ტურნირებს თითქმის შეუსვენებლად უმასპინძლა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ანდორას ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაყწებულია. სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, მითითებულ  ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - ანდორას მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას" სალაროებში, მოგვიანებით, 6 ოქტომბერს დაიწყება.