გაბელიას მორიგი გოლი „ბარსელონას“ კარში
გაბელიას მორიგი გოლი „ბარსელონას“ კარში

ქართველმა ფეხბურთელმა ქალმა გულნარა გაბელიამ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. გაბელიამ, უეფას ქალთა შორის პრესტიჟულ ტურნირიზე გოლების სათავალავი 15-მდე გაზარდა. შესაძლოა, გულნარა გაბელიას გატანილი გოლები ერთით მეტი ყოფილიყო, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, „ბარსელონასთან" კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, მსაჯებს სტუმართათვის ავტოგოლოად, რომ არ ჩაეთვალათ.

ქართველი ფეხბურთელისა ყაზახური „ბიიკ ყაზიგიურტი", პრესტიჟულ საკლუბო ევროტურნირზე მეხუთედ ასპარეზობს. 1/16 ფინალის პირველი შეხვედრის პირველი ტაიმი „ბარსელონასთან" სავარაუდოდ 0-0 დასრულდებოდა, რომ არა სწორედ გაბელიას კუთხური, რომელსაც ავტოგოლი მოჰყვა, 1-0.

„კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ბურთო წესით არ შეხებია არავის, მაგრამ რატომღაც ავტოგოლად ჩათვალეს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მოვიგეთ. „ბარსასთან" მოგება ძალიან მაგარია. რთული თამაში იყო. ალბათ, ასეთიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ, ჩავდეთ სული და გული. ვიბრძოლეთ ბოლომდე, თუმცა, მხოლოდ ბრძოლა მოვიგეთ და ჯერ ომი არ მოგვიგია. ეს  ყველამ კარგად იცის გუნდში", - ამბობს გულნარა გაბელია TSFF.GE-სთან საუბარში.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ბიიკელებმა უპირატესობა დებიუტშივე გაზარდეს. 49-ე წუთზე, ყაზახებმა მეორე გოლი გაიტანეს 2-0. მე-60 წუთზე კი, მორიგი გოლი „ბარსელონას" გულნარა გაბელიამ გაუტანა 3-0. საბოლოოდ, შეხვედრა 3-1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 80 წუთი დაჰყო.

საპასუხო შეხვედრას გულნარა გაბელიას „ბიიკ ყაზიგიურტი" 26 სექტემბერს, ბარსელონაში გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ „ბიიკი" ორი შეხვედრის ჯამში სასურველ შედეგს მიაღწევს, ქართველი ქალი, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იქნება.