როცა შედეგი უფრო მთავარია
როცა შედეგი უფრო მთავარია
10.09.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გასწვრივ უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების მომდევნო კალენდარული დღის შემდეგ, 6 ქულა წერია. ამასთან, ქართველთა სტატისტიკაში 3 გატანილი გოლი და არც ერთი მიღებულია. ბუნებრივია, ჩვენი გუნდისგან ლატვიელთა წინააღმდე, რომელიც 2017-ში ამხანაგურში 5-0 გვყავს დამარცხებული, ყველა გოლების ცვენას ელოდა, მაგრამ ამ ტურნირზეც და თუ არ ჩავთვლით ბოლო ამხანაგურ თამაშს, ქართველთა ნაკრებს მონდომება არ დაუკლია. იყო თამაშები, როდესაც მონდომებასთან ერთად იყო სანახაობაც, მაგრამ ფორტუნა სხვის მხარეს იყო. ეს, ფეხბურთია მთელი თავისი დრამატიზმით და „ტოტალიზატორშიკების" სურვილის მიუხედავად, ამოუცნობი შედეგებით.

დღეს, კი ვლადიმირ ვაისის სიტყვას მოვიშველიებ და „ავტობუსის" წინააღმეგ თამაში, რომელიც ყველანაირად, მატჩის პირველი წუთებიდან ცდილობდა საქართველოს ნაკრების თამაშის ტემპი დაეგდო, სხვა მხრივ რთულია ახსნა მეორე ტაიმის სტარტზე, ლატვიელთა მეკარის მიერ მიღებული ყვითელი ბარათიც, ცუდად, ნამდვილად არ გამოიყურებდა. ამას, დავუმატებ მხოლოდ 7 დღიან შეკრებას, რომლის დროსაც (არ ვთვლი ფეხბურთელების კლუბებიდან თბილისში მგზავრობას), გუნდმა სრული შემადგენობით, მხოლოდ 4-5 ვარჯიში გამართა, ორი თამაში ჩაატარა - კლიმატურად განსხვავებულ გარემოში და მინიმუმ 10 საათი გზაში დაჰყო, 6 ქულა არც თუ ურიგო შედეგია. შესაბამისად, როცა ქულები გჭირდება, პენალტით მოგებული თამაშიც მოსულა.

დაწვრილებით იხილეთ ბმულზე http://tajiji.blogspot.com/2018/09/blog-post_10.html?view=flipcard