ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა - გულნარა გაბელიას „ბიიკი“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალშია
ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა - გულნარა გაბელიას „ბიიკი“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალშია
13.08.2018
ავტორი:

საქართველოს 2-გზის და ყაზახეთის მრავალგზის საუკეთესო ქართველი ქალი ფეხბურთელი, გულნარა გაბელია უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს. გულნარა გაბელიას ყაზახურმა „ბიიკ ყაზიგიურტმა" ეს უფლება დღეს, მე-7 საკვალიფიკაციო ჯგუფში მორიგი გამარჯვების შემდეგ ოფიციალურად გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სამი შეხვედრიდან სამივე მოიგო, ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლიდერია. პირველ შეხვედრაში გაბელიას „ბიიკმა" მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა ბერძნული „აკადემია, ხოლო მეორე მატჩში მასპინძლებს, „რიგასს" 5-0 მოუგო. ჯგუფის ბოლო მესამე შეხვედრა, გაბელიას გუნდმა ასვტრიულ „ლანდაჰაუზ აუსტრიასთან" ჩაატარა და ამჯერად, ანგარიშით 0-2 გაიმარჯვა.


"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი და საუკეთესო თამაში, რაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშებს შორის ჩამიტარებია. ჯერ-ჯერობით ამ ემოციის აღწერაც მიჭირს" - ამბობს გულნარა გაბელია TSFF.GE-სთან საუბარში.


„ლანდაჰაუზ აუსტრიასთან" მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 91 წუთი დაჰყო. ის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩეცვალეს. თუმცა, მანამდე შეხვედრის 35-ე წუთზე, გულნარა გაბელიას სათვალავში მორიგი გოლი ჩაიწერა. გაბელიამ გოლი კუთხურიდან პირდაპირ კარჩი ჩაახვია, 1-0. კიდევ 4 წუთის შემდეგ, კვლავ სტანდარტულ სიტუაციაში, გაბელიას მორიგი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ადულემ „ბიიკის"  სასარგებლოდ ანგარიში ორამდე გაზარდა, 2-0.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გაბელიამ პირველ მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებში, გაბელიას ანგარიშზე უკვე 14 გოლია.

უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დღეს 32-ივე 1/16 ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. გათამაშების რეგლამენტით, მატჩები 12/13 და 26/27 სექტემბერს გაიმართება. 1/16 ფინალის წილისყრა, პარასკევს, 17 აგვისტოს გაიმართება.

ყაზახურ „ბიიკ ყაზიგიურტთან" ერთად, გულნარა გაბელია წელს, მეხუთედ ასპარეზობს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.