ბოლო რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატამდე
ბოლო რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატამდე
12.08.2018
ავტორი:

დღეს დასრულდა ბუდაპეშტის გრან-პრის გათამაშება ძიუდოში. უნგრეთში გამართული ტურნირი ბოლო „რეპეტიცია" იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც სექტემბრის ბოლოს ბაქოში გაიმართება. ამას გარდა, ტურნირი, რომელიც 10-12 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის IJF-ის მე-3 საკვალიფიკაციო ღონისძიებაა და მასში მონაწილეობა 86 ქვეყნის 578-მა მონაწილემ (მათ შორის 364 მამაკაცმა და 232 ქალმა) მიიღო.

ასპარეზობის პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილმა ბუდაპეშტის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ბუდაპეშტის გრან-პრის მეორე დღე ქართველი სპორტსმენებისთვის ხელმოცარული გამოდგა. სამაგიეროდ, მესამე საასპარეზო დღეს, ქართველების მონაგარი 2 ყალიბის 2 მედალია. უშანგი მარგიანმა 90კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ადამ ოქრუაშვილი კი +100კგ-ში,  ბრინჯაოს მედალოსანია.

ბუდაპეშტის გრან-პრიზე აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტატამზე დაბრუნდა ვარლამ ლიპარტელიანიც. საერთო ჯამში უნგრეთში, ქართველებმა შემდეგ წონით კატეგორიებში იჭიდავეს:

 60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი

73კგ - ფრიდონ გიგანი

81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

90კგ - უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი

100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი