გაბელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 თამაშიც მოიგო
გაბელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 თამაშიც მოიგო
10.08.2018
ავტორი:

ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალოფოკაციო  ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო დღეს ქუთაისის „მართვემ". ამჯერად ქართველი ფეხბურთელები 0-2 დამარცხდნენ „გლაზგო სითისთან". პირველი შეხვედრა ქალთა შორის საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „მართვემ" დიდი ანგარიშით 0-12 დასთმო  პოლონურ „გორნიკთან" და ამ მომენტისთვის გათამაშების სატურნირი ცხრილში ბოლო მე-4 ადგილზეა. ქათველ ფეხბურთელებს ბოლო, მე-3 შეხვედრა 13 აგვისტოს, ბელგიურ „ანდერლეხტთან" ელით, რომელმაც პირველი ორი შეხვედრიდან ერთი მატჩი მოგებული აქვთ „გლაზგოსთან" და დღეს „გორნიკს" ხვდებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი, ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებდა. თუმცა, დღეს არსებული სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ქართველი ქალების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები სამომავლოდ გადაიდო. ქუთაისის „მართვე" კი ამ მომენტისთვის საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებაში მესამე საფეხბურზეა და ჩემპიონატის ლიდერს თბილისის „ნიკეს" 9 ქულით ჩამორჩება.

***

უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს საქარველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნინო სუთიძის თურქული გუნდი. სტამბულის „ათაშერ ბელედიესპორმა" დღეს ფრედ, 2-2 ითამაშა „MTK ჰუნგარიასთან" და ჯგუფში მე-3 ადგილზეა.

***

ყველაზე დიდი ალბათობით, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე საქართველოს 2-გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის, გულნარა გაბელიას „ბიიკ ყაზიგიურტი" იასპარეზებს. გაბელიას გუნდმა, პირველი მატჩის მსგავსად, ჯგუფის მეორე შეხვედრაც მოიგო. დღეს „ბიიკმა" 5-0 „რიგასი" დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ბოლო ჯგუფურ შეხვედრებს ქალთა გუნდები 13 აგვისტოს გამართავენ. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, ჯგუფებში 1 ადგილზე გასული გუნდები ვინაობა, რომლებიც მომდევნო რაუნდში გააგრძელებენ ასპარეზობას. მომდევნო ეტაპზე კი ევროპის  32 საუკეთესო გუნდი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ბრძოლას. წილისყრა 17 აგვისტოს გაიმართება. უშუალოდ 1/16 ფინალები კი 12/13 და 26/27 სექტემბერს ჩატარდება.