მაღალი ტემპი, სწორი სირბილი და კიდევ სხვა...
მაღალი ტემპი, სწორი სირბილი და კიდევ სხვა...
16.07.2018
ავტორი:

მაღალი ტემპი და სწორი სირბილი, ამ 2 და კიდევ მრავალი სხვა კომპონენტის გაკონტროლებას, საქართველოში მალე 20 კლუბი მოახერხებს. უახლოესი დღეების მანძილზე ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის მონაწილე კლუბებს „პოლარის" ანალიტიკურ სისტემებს გადასცემენ. თანამედროვე ფეხბურთისთვის აუცილებელი ამ ინვენტარის გადაცემისას, კლუბებს, სფფ-ს წარმომადგენლები შესაბამის ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებენ. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური კლუბებთან უშუალოდ იქნება კავშირზე და „პოლარის" სისტემის სწორად გამოყენებაში დაეხმარება.




„ეს სისტემა ძალიან დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში, მოგაწვდით მუდმივ ინფორმაციას თითოეული ფეხბურთელის შესახებ. ასევე მსურს, გითხრათ, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური მზადაა, რომ დაგეხმაროთ სისტემის გამართვაში ყველა თქვენგანს", - ამბობს,   სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.

 „პოლარის" სისტემა, ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა. ეს არის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თანამედროვე სპორტში და არა მხოლოდ ფეხბურთში. აღსანიშნავია, რომ დღეს პოლარის სისტემისგან მიღებული შედეგები, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, რამეთუ მათ ყველა სპორტსმენზე აქვთ დეტალური ინფორმაცია, იციან მათი პლუს-მინუსები, აფასებენ გაწეულ სამუშაოს... რა შეიძლება მოსთხოვო და სად არის სპორტსმენის ზღვარი.




„ეს ინიციატივა მოიცავს კლუბებისათვის როგორც მოწყობილობის, ისე 2018 წლის ლიცენზიის სრულიად უსასყიდლოდ გადაცემას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს,"- აღნიშნა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ საქრათველოს ფეხბურთის ფედერაციამ,  ეროვნულ ლიგაში უკვე კარგა ხანია პოლარის სისტემა გამოიყენა. თუმცა, სფფ-ს ანალიტიკური ჯგუფი, თავდაპირველად, მხოლოდ კონკრეტულ თამაშებსა და ფეხბურთელებზე აწარმოებდა დაკვირვებას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით კი სფფ-მ ახალი პროექტი დაიწყო და 2018 წლის სეზონზე კლუბებს უსასყიდლოდ გასაცა აღნიშნული სისტემა ლიცენზიის თანხა. თუმცა უკვე, მომავალი წლიდან, ყველა კლუბს ლიცენზიის გაგრძელება საკათარი 1000-დან 2000 ევრომდე დაუჯდება.




„სულ იყო იმის შესახებ საუბარი, რომ სფგფ-ის თანხები  მხოლოდ „ხელფასებს" ხმარდება. თუმცა, ჩვენ ბევრს სხვადასხვა პროექტს ვანხორციელებთ და ერთ-ერთი „პოლარის" სისტემის დანერგვაა. ძალიან კარგი ინიციატივა იყო ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდის გამგეობამ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ესაა ქართული ფეხბურთის მომავლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ასეთი განვითარების წინსვლა წარმოუდგენელია", - ამბობს ზაზა დოლიძე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი.

სფფ-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა, ეროვნულ ლიგაში „პოლარის" სისტემის დანერგვისას დაფიქსირებული მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც სპრინტად,  თავდაპირველი საშუალო ევროპული მაჩვენებლი  19 კმ/სთ-ზე მაღლა  სიჩარე ითვლებოდა, სადღეისოდ 25,5 კმ/სთ-ზე აიყვანა. რითაც, ქართველი ფეხბურთელებისადმი მოთხოვნა პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების მაჩვენებლებს გაუთანაბრა.




რამდენად წაადგებათ რეალურად გუნდებს საქართველოში, „პოლარის" სისტემა ეს დროის და მისი სწორად გამოყენების ამბავია. დღეს, კი მიხეილ მესხის სტადიონის მედია-ცენტრში, ფედერაციის ხელმძღვანელებმა, კლუბების ოფიციალურ პირებსა და მთავარ მწვრთნელებს აღნიშნული სიახლის შესახებ განუცხადეს.