„საბურთალო“ დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ფორით გავიდა
„საბურთალო“ დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ფორით გავიდა
06.07.2018
ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე 3 აგვისტომდე შესვენებაა გამოცხადებული. ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის დაწყებამდე ვაანონსებდით, რომ სწორედ ამ ტურში, სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურში მყოფ გუნდებს, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა  ჰქონდათ გადაწყვეტილი, მე-18 ტურში დიდი ალბათობით უნდა მოეგოთ.

მე-18 ტური ლანჩხუთში „ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტაიდიონზე" დაიწყო. „საბურთალო", რომელიც მიმდინარე გათამაშებას მყარად უდგას სათავეში, უმწვრთნელოდ დარჩენილ „სამტრედიას" დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების ამ ტურამდე, დაანონსებული გია ცეცაძის სამტრედიული „ქამბექი" ძალაში, მხოლოდ ტურის დასრულების შემდეგ შედიოდა. სამტრედიელთა ყოფილ მწვრთნელს, რომლის კლუბში მუშაობის დროსაც „სამტრედიას", ეროვნულ დონეზე წარმატებები ჰქონდა, იმერლები დიდ იმედებს უკავშირებენ. ყოველ შემთხვევაში, თუკი ცეცაძემ, სამტრედიელთა გაწვრთნა ევროტურნირების შემდეგაც შეითავსა, ბევრს იმედი აქვს, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების შემდეგ სამტრედია საშიში ზონიდან ბევრად შორს იქნება.



რაც შეეხება „სამტრედიისა" და "საბურთალოს" დაპირისპირებას, შეხვედრაში ანგარიში დავით ვოლკოვის გოლით გაიხსნა. თბილისელები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ. 11 წუთში გიორგი კოხრეიძემ ანგარიში 2-მდე გაზარდა. კიდევ რამდენიმე წუთში, უკვე სამტრედიელმა ანტეს გიმ სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა, 1-2. მეორე ტაიმში, კი იმერულმა კლუბმა, „საბურთალოს" შემადგენლობინდან გამომდინარე, მეტოქეს წინააღმდეგობა კი გაუწია, თუმცა, საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი გაუშვა და საბოლოოდ მატჩი 1-3 წააგო, ამ შეხვედრის შემდეგ, „საბურთალომ" მდევარს, „დინამო თბილისს" ერთი დღით, სატურნირო ცხრილში, ჩამორჩენა 8 ქულამდე გაუზარდა.



„საბურთალო", რომელიც შემადგენობით ყველაზე დაბალანსებული და შეთამაშებულია მიმდინარე გათამაშებაში, ზაფხულის „ჩემპიონი" გახდა. „სამტრედია" კი, უკვე დღეიდან ახალ მწვრთნელთან ერთად ევროპა ლიგის მატჩისთვის მზადებას შუედგა. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გუნდი ქართველი ფეხბურთელებით გაძლიერებას გეგმავს, რაც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაანონსდება. მანამდე კი სამტრედიელები სატურნირო ცხრილში 9 ქულით, ბოლო საფეხურზე არიან.

***

3 ბურთის გატანა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა ამ ტურის მატჩში ქუთაისის „ტორპედომ". სკანდალში გახვეულ ფოთის „კოლხეთი 1913"-ს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში 6 ფეხბურთელი აკლდა. კახა ჩხეტიანმა კი, სწორედ ამ მატჩში, საქმეში ნახა „ტორპედოს" ახალწვეულები, სასტარტო შემადგენლობაში შეყვანილი ოლეკსანდერ აზაცკი და მარეკ ჰლინკმა, რომელმაც ამ მატჩში 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა.  კიდევ ერთი ახალწვეული, ლაზარ მარინი ჩხეტიანმა მე-60 წუთზე შემოიყვანა მინდორზე. ამ მომენტისთის ქუთაისელები, გრიგოლ დოლიძის მორიგი გოლის შემდეგ უკვე 2-0 იგებდნენ.




ფოთის „კოლხეთი 1913"-თან, რომელსაც  6 ფეხბურთელთან ერთად, 6 ქულაც ჩამოაკლდა, მატჩში არ იყო რთული მისახვედრი, რომ დომინანტი „ტორპედო" იქნებოდა. როინ კვასხვაძე ფოთელებს, თითქმის არც კი შეუწუხებიათ.

„ტორპედომ" , უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე, ბოლო „სპარინგი" (რადგან მეტი მატჩის გამართვას ქუთათურები ვეღარ ასწრებენ) 3-0 მოიგო. ბოლო გოლი, გიორგი ქიმაძემ გიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კი ქუთაისურმა კლუბმა, კიდევ 3 ფეხბურთელი - მათე ცინცაძე, ლევან გეგეჭკორი (2-2 წლიანი კონტრაქტი) და მამუკა კობახიძე (1-წლიანი კონტრაქტი) საბოლოოდ დააანონსა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელების „რუსთავიდან" „ქუთაისში" გადმობარგების შესახებ, კლუბის სოციალურმა გვერდმა რამდენიმე დღით ადრეც დააანონსა, თუმცა, იმ მომენტისთვის ფეხბურთელებს კონტრაქტებზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი. ეროვნულ ლიგაში კი, ბოლო ტური რჩებოდა. ამრიგად, რომელ კლუბში გამართავდნენ ციცნაძე, გეგეჭკორი და კობახიძე მე-18 ტურის შეხვედრას  გაურკვეველი იყო. ფეხბურთელებიც მედიასთან აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ მომენტში კონტრაქტებზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ამიტომ „ტორპედოს" ანონსების „გაქრობა" და ხელსაყრელი მომეტისთვის დაცდა მოუხდა.




ფაქტია, რომ 3 ფეხბურთელით, „ტორპედო" კიდევ გაძლიერდა. თუმცა, ქუთაისურ კლუბში, რომელიც „უცხოების" დამატებას, ჩვენის აზრით ყოველთვის კონსერვატიულად უყურებდა, ახლა კი, ახალწვეულების კლუბში მისვლის შემდეგ,  იმ ბიჭების ნაწილის, სკამზე დაჯდომა მოუწევს, ვინც კლუბი 2017 წელს ჩემპიონი გახადა, საინტერესოა, ეს „იდილია" რამდენ ხანს გასტანს.


***

ეროვნული ლიგის მომდევნო ორი მატჩი პარალელურად წარიმართა. თბილისში, „მიხეილ მესხი 2"-ზე საკმაოდ გაუჭირდა „ლოკომოტივს". თბილისურმა კლუბმა, მატჩის გადარჩენა 68-ე წუთზე მოახერხა. გოლი, „რუსთავის" კარში მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. მანამდე, შეხვედრის 45-ე წუთზე, რუსთაველთაგან ანგარიშის გახსნა, დათა სიჭინავამ შესძლო. გოლი, ახალგაზრდა ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემას მოჰყვა, რომელმაც „დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, როგორც იქნა, „რუსთავის"  რიგებში სადებიუტო თამაში ჩაატარა. შეხვედრა კი ფრედ 1-1 დასრულდა. ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, „ლოკომოტივმა", „რუსთავამდე" სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.




***

საჩხერის „ჩიხურამ" ივანწმინდაში დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა ბოლნისის „სიონი" . სოსო ფრუიძის გუნდმა, ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნა. ირაკლი ლექვთაძემ გოლი მე-4 წუთზე გაიტანა. ზუსტად 20 წუთში კი ანგარიში 2-მდე გაზარდა. ლექვთაძემ 64-ე წუთზე მესამე გოლიც ჩაიწერა ანგარიშშზე. საბოლოოდ, კი შეხვედრაში წერტილი ირაკლი ბუღრიძემ 73-ე წუთზე დაუსვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საჩხერლების უპირატესობით მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე, მატჩის საბოლოო შედეგიც, 4-0 ლოგიკურია.

ამ მატჩის შემდეგ, „ჩიხურამ", ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-4 საფეხურზე პოზიცია გაიმყარა და გორის „დილას",  რომელიც მე-3 საფეხურზე იმყოფება, ახლა მხოლოდ 3 ქულითღა ჩამორჩება.




თუმცა, ეროვნული ლიგის მე-3 წრის დაწყებამდე, რომელიც 3 აგვისტოდან აიღებს სტარტს, „ჩიხურას" უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშები ელის იერუსალიმის „ბეითართან", რომელიც ქართული გუნდების მეტოქეებიდან ევროტურნირებზე, ყველაზე რადიკალი გულშემატკივრით არის ცნობილი.


***

ტურის ცენტრლური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართა. „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" დაპირისპირებაში ბევრი უშეღავათო ბრძოლას და შესაძლოა, გორელთა წარმატებასაც კი აანონსებდა. სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში და ე.წ. ბუკმეიკერებთან დაახლოებული პირები, სხვადასხვა ფორუმებზე, ისევე, როგორც მე-17 ტურში, ახლაც საკმაოდ აქტიურობდნენ „დინამო თბილისის" დისკრედიტაციული კომენტარებითა და სტატიებით და ამ შეხვედრაში, „X2"-ზე უფრო იყვნენ ორიენტირებულები. შესაძლოა ამიტომაც, თბილისელებმა დღევანდელი შეხვედრა სხვა სიმძლავრეებით ითამაშეს და მატჩი პირველივე ტაიმში მოიგეს. ეს იმ დროს, როცა გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი (აკაკი შულაია, ლევან ხარაბაძე - საერთოდ არ უთამაშიათ. ბაქარ ქარდავა,  გიორგი ზარია, „ახალწვეული" მათე ვაწაძე - მეორე ტაიმში შემოვიდნენ) აკლდა.


 


ანგარიში, თბილისელთა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა, შეხვედრის მე-15 წუთზე გახსნა, 1-0. კიდევ 7 წუთში, სტანდარტულიდან, ზუსტად დაარტყა ლაშა თოთაძემ, 2-0 (დასანანია, რომ თოთაძე ევროტურნირებზე, დისკვალიფიკაციის გამო 3 თამაშით დააკლდება „დინამო თბილისს"). „დილასთან" მატჩში, მეორე მცდელობის შემდეგ, ზუსტი აღმოჩნდა ბუდუ ზივზივაძე 3-0. ტაიმის მიწურულს კი კვლავ კიტეიშვილმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა 4-0.




აღსანიშნავია, რომ მთელი პირველი, თუმცა მთელი მატჩის მანძილზე გორელებს, „დინამო თბილისის" კართან, ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. მას შემდეგ კი, რაც ოთარ კიტეიშვილზე უხეში თამაშის გამო, მინდვრიდან 54-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილი გააძევეს, ქართლელები დაცვაში ჩაჯდნენ და უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს აქცენტები, ვიდრე, თუნდაც ერთი პრესტიჟის გოლის გატანაზე.



 

ბუნებრივია, მეორე ტაიმში, დინამოელებმა უფრო მშვიდ რეჟიმში გააგრძელეს თამაში და ძლიერ სპარინგთან, ევროტურნირების წინ, კომბინაციების დალაგებაზე უფრო გაამახვილეს ყურადღება. ამასთან, დინამოელთა თავკაცმა, კახა კაჭარავამ თამაშშის საშუალება ტრავმის სემდეგ დაბრუნებულ ბაქარ ქარდავასა და გიორგი ზარიასაც მისცა, ისევე როგორ „დინამო თბილისში" დაბრუნებულ მათე ვაწაძეს. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა გოლი მეორე ტაიმშიც გაიტანეს. ამ დღეს, ოთარ კიტეიშვილის მსგავსად, დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ. შეგახსენებთ, რომ დინამოელთა ფორვარდს, მე-17 ტურში არ უმართლებდა, „კოლხეთი 1913" მატჩში მან შვიდი 99%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, „დილასთან" ბუდუ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.




სხვათა შორის დღევანდელ თამაშს, VIP ლოჟიდან, თვალს „დინამო თბილისის" ახალწვეული, მოლდოველი წარმოშობის მეკარე, სტეფან სიკაჩიც ადევნებდა. TSFF.GE-მ მე-17 ტურის შემდეგაც დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში, „დინამო თბილისში", ახალწვეული მეკარე იქნებოდა. ევროტურნირებამდე, კიდევ უფრო გაძლიერდება თუ არა თბილისური კლუბი, ეს უახლოეს დღეებში, კიდევ უფრო დაზუსტდება. ევროტურნირებზე, საბოლოო განაცხადების ვადა 6 ივლისის დღის ბოლომდეა.

„დილას"-თან შეხვედრა კი, „დინამო თბილისმა" დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო და ზაფხულის ჩემპიონს, „საბურთალოს" კვლავ 5 ქულით ჩამორჩება.






მასალაში გამოყენებულია "საბურთალოს", "ტორპედოს", "ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" ფოტომასალაala