უეფა-ს ანგარიში და სფფ-ს მკაცრი გაფრთხილება ქართულ გუნდებს
უეფა-ს ანგარიში და სფფ-ს მკაცრი გაფრთხილება ქართულ გუნდებს
04.07.2018
ავტორი:

თბილისურ ცხელ ზაფხულში, ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრის ბოლო ტურირ წინ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ. ტემპერატურა კიდევ უფრო გაზარდა. როგორც ირკვევა, 2018 წლის 29 ივნისს, ვიდრე ეროვნული ლიგის გათამაშების მე-17 ტური ჩასრულდებოდა, განყოფილებამ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში შუამდგომლობა დააყენა.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ, უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კოლხეთის 1913-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. სხდომა, გუშინ 3 ივლისს გაიმართა. თუმცა, სხდომას, წინ უსწრებდა ერთ-ერთი მოსკოვური ბუკმეიკერული ფირმის მიერ, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ფოთის „კოლხეთი 1913"-ისა და „დინამო თბილისის" მატჩის ირგვლივ სკანდალის აგორების მცდელობა, ბუნებრივია, ქართული მედიის წარმომადგენლები (და ჩვენც) ძალაუნებურად, სფფ-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების შემდეგ, სწორედ ამ თამაშის შესახებ ველოდით კომენტარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნისგან. თუმცა, დავით მუჯირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დინამო თბილისი" კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არაფერ შუაშია.




„სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა, შუამდგომლობა დააყენა კონკრეტულ მატჩამდე („კოლხეთი 1913"- „დინამო თბილისის" მე-17 ტურის მატჩია მხედვეობაში - რედაქციისგან). ნახავდით განცხადებაში, რომ შუამდგომლობა 29 ივნისით არის დათარიღებული. სხდომა, გაიმართა 3 ივლისს. თუკი, ამ კონკრეტულ თამაშზე, დამატებით კიდევ რაიმე გარემოებები იქნება, ჩვენი პოიზიცია იცით თქვენ, რომ ვიქნებით შეურიგებელი და ჩვენი სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. რაც შეეხება კონკრეტულ სასჯელს, საუბარი მიდის იმაზე, რომ კონკრეტული ფეხბურთელების და ფეხბურთელთა ჯგუფების მხრიდან, მატჩის მსვლელობაზე და შედეგზე იყო მანიპულირება, ამიტომ სანქციები შეეხო იმ კლუბს, რომელშიც თამაშობენ. ამ ეტაპისთვის სადისციპლინო კომისიამ ეს სანქცია გამოიტანა" - ამბობს , დავით მუჯირი.

ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ,  რომ ნებისმიერი დამრღვევის მიმართ, ფედერაციის პოზიცია იქნება შეურიგებელი. სფფ-ში, დღეს თავს იკავებენ ისაუბრონ, იყვნენ თუ არა შემჩნეულები დასჯილი ფეხბურთელები - ლაშა გოგონაია, ბორის მახარაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი კილასონია და თორნიკე ჯიმშელეიშვილი მსგავს ქმედებაში.




„უეფასთან და ყველა იმ სამსახურთან, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ, კონფიდენციალურობის დაცვა გვმართებს, როგორც მე, ასევე ჩვენი სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურს. მითუმეტეს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ბრალეულობა არ იკვეთება. შესაბამისად, ჩვენ ყველა იმ თამაშს, რომლის საფუძველზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კონფიდენციალურად დავტოვებთ. კარგია, რომ სხვა გუნდები და ფეხბურთელები არ იყვნენ ამაში ჩართული.  მე უბრალოდ მოვუწოდებ ყველა იმ ფეხბურთელს და გუნდს, გაატარონ შესაბამისი ქმედებები, რადგან მომავალში არ გამნეორდეს და არ დაზარალდეს კლუბის სახელი" - ამბობს დავით მუჯირი.

ერთი საინტერესო დეტალი - უეფა-ს ფსონების სპეციალური გამოთვლის სისტემა აქვს. აღნიშნული სისტემა სხვადასხვა ქყვეყნიდან იღებს ინფორმაციას და შემდეგ, ალგორითმებით ითვლის. ამის შემდეგ, ნებისმიერ ფედერაციაში და მათ შორის საქართველოშიც, ჩამოდის ანგარიშები, ე.წ „რაპორტები", რომლებსაც უკვე სპეცილური სამსახურები თვეების განმავლობაში აკვირდებიან და ამუშავებენ. ბუნებრივია, ზოგჯერ ამ ანგარიშსა და რეალურ ვითარებას შორის, არის დამთხვევბი. ასეთ შემთხვევაშ, უკვე სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ატქიურდებიან. ყოველივეს კი, უმარტივესი, თამაშებზე დაკვირვებები ემატება. მოკლედ, ამ სამი ძირითადი კომპონენტის დამთხვევის შემთხვევაში, ფედერაციებს ვერდიქტები გამოაქვთ.



„ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ საქართველოს უწევს ამ ფაქტთან შეხება. გახსოვთ, რამოდენიმე წლის წინ იყო ამდაგვარი ინციდენტი ქართულ ფეხბურთში და იმედი გვქონდა ყველას, რომ ეს იქნებოდა კარგი მაგალითი და პრევენცია სხვა გუნდებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე, არ აღმოჩნდა და ისევ გვიწევს ამ თემაზე საუბარი, რომელიც დააზიანებს ალბათ, არა მხოლოდ კონკრეტულ გუნდს, არამედ ზოგადად ქართულ ფეხბურთს. ძალიან დაგვეხმარა უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემა. მივიღეთ ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი რომელი მატჩები მიიჩნიეს მათ საეჭვოდ, რომელ მატჩებზე იყო დადებული არარაციონალურად ფსონები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურის მუშაობა, რომელსაც უკვე ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები და  მუშოაბდნენ ამ საკითხებზე. მინდა ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო. ჩვენი გადაწყვეტილება არ ეფუძნება, მხოლოდ უფე-დან მოსულ ანგარიშს.  ეს არის მტკიცებულებების ერთობლიობა, როგორც უეფადან, ასევე სფფ-ს სამსახურის მიერ გაკეთებული მოკვლევა და ჩვენც, კომიტეტმა თავად ვნახეთ ის თამაშები და მომენტები. ზოგადად, თაღლითური თამაშების ამოცნობა ძალიან რთულია. თუმცა, საღად მოაზროვნე ადამიანი ამ თამაშებში, განზრახვას ადვილად შენიშნავს." - ამბობს დავით კიკალეიშვილი, სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე.



დღეს, სფფ-ს გვერდზე გამსკდარი ამბის შესახებ, ირკვევა, რომ კონკრეტული გუნდის მონაწილეობით, მხედველობაში ფოთის „კოლხეთი 1913" გვაქვს, უეფადან ანგარიშები აპრილიდან ივლისამდე 4-ჯერ ჩამოვიდა. თითოეულ მათგანში ყურადღება კონკრეტული ფეხბურთელების ქმედებებზეა გამახვილებული. ერთის შეხედვით, რიგითი გულშემატკივრისთვის შესაძლოა მცველის ცუდი თამაში, ან კარის ჩარჩოს გარეთ დარტმული ბურთი, ანდა თამაშის საწყისს ეტაპზე მირებული ბარათი, ჩვეულებრივი, სათამაშო მოვლენა იყოს. თუმცა, თუ ამას ფსონები ემატება, მაშინ გონივრული ეჭვი ჩნდება და შემდეგ, გამუდმებული დაკვირვება მიმდინარეობს გუნდზეც და ფეხბურთელებზეც.

„ამდენი წელია ფეხბურთს ვთამაშობ და მსგავსი რამე ვერც წარმომიდგენია. ვერაფერს გეტყვით. უნდა გავეცნო ყველაფერს. წარმოუდგენელია ჩემთვის ეს ყველაფერი", - ამბობს ზურაბ არზიანი, ფოთის „კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელი.




როგორც დღეს საღამოსთვის გახდა ცნობილი ფეხბურთელები უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადების გავრცელებას აპირებენ. თავად ფოთის „კოლხეთი 1913"-ს, რომელიც სკანდალში გაეხვა, სადისცილპლინოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს. ფეხბურთის ფედერაციაში კი, ამასობაში თარგმნიან დოკუმენტს, უეფადან მოსულ კორესპონდენციას, რომელშიც ფეხბურთელების ჩამონათვალი და ეროვნულ ლიგაში მონაწილე რამდენიმე გუნდთან  „საბურთალო", „ლოკომოტივი", და „დილა" დაკავშირებით,  2018 წლის აპრილის თვიდან 27 ივნისამდე ჩატარებულ თამაშებში ყველა მანიპულაცია დეტალურად არის აღწერილი. თარგმანის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და კლუბსაც მიეწოდება.

„საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები არაა ხშირი, მაგრამ ჩვენი ფეხბურთისთვის ძალიან საზიანოა. ფედერაცია ამ მხრივ მუშაობს. თუმცა, სადისციპლინო კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ განმეორების შემთხვევაში სასჯელი იყოს უფრო მკაცრი. საბედნიეროდ, ფოთის „კოლხეთი 1913"-ს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებია. თუმცა, იმ გუნდების მიმართ, რომლებზეც ხშირად იქნება მსგავში ანგარიშები მოსული, ჩვენ თავად მკაცრად დავსჯით", - ამბობს დავით კიკალეიშვილი.




შესაძლოა, ფოთის „კოლხეთი 1913", კონკრეტულად მსგავს მანიპულაციებში მხილებული პირველადაა. ასევე, შესაძლოა, სადისციპლინოს მიერ გამოტანილი განაჩენიც ზოგიერთი ფეხბურთელისთვის მკაცრი სასჯელია და სულაც, კარიერის დასარულის მანიშნებელი. თუმცა, საფეხბურთო წრეებში, ფოთის „კოლხეთი 1913"-ში, დღეს მყოფი სამწვრთნელო შტაბის თუ მოთამაშის არც თუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, არც სფფ-ს რეაქცია გაგიკვირდება.

„თუ კვლავ იქნება მსგავი ანგარიშები, სადისციპლინო კომიტეტი წინაშე კიდევ დავაყენებთ შუამდგმომლობას. რაც შეეხება სამომავლოდ მე იმედი მაქვს, რომ მსგავის საქნციები აღარ დაგვჭირდება, რადგან მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდება. თუკი იქნება, სადისციპლინო მომავალშიც განიხილავს.  სასჯელის ზომას განმსაზღვრელად, არის იურიდიული ორგანოები, რომლებიც მსჯელობენ და კონკრეტულად, გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებენ", - ამბობს დავით მუჯირი.

„ჩვენთან გამოძახებული იყო კლუბის დირექტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ კლუბშიც არსებობდა ეჭვები, გარკვეულწილად ამდაგვარი სამართალდარღვების  შესახებ. კლუბს ჰქონდა მათი აღკვეთის მცდელობა, თუმცა არ ჰქონდათ მტკიცებულებები. უეფადან ამ ანგარიშის ჩამოსვლის შემდეგ, გვითხრეს, რომ მიიღებენ მკაცრ ზომებს", - ამბობს დავით კიკალეიშვილი.




სფფ-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, დღეს ისიც იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს. ამასთან დაკავშირებით, სადისცილპინო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ აუცილებლობას. თუმცა, თუკი საკითხი ამ ფორმით დადგება დღის წესრიგში, ისინი მზად არიან ითამანშრომლონ ყველა სტრუქტურასთან, რათა ძირფესვიანად ამოიძირკვის, მავნე საკითხების ინიცირებაც კი ქართულ ფეხბურთში.

ამ მოვლენების ფონზე, კი სადიციპლინოს 3 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ფოთის „კოლხეთი 1913"-მა, რომელსაც 6 ქულა ჩამოაკლდა და ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა მატჩი ქუთაისში, მშრალი ანგარიშით 3-0 წააგო „ტორპედოსთან".