ცეცაძე „სამტრედიაში“ დაბრუნდა
ცეცაძე „სამტრედიაში“ დაბრუნდა
03.07.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს „სამტრედიაში", კლუბის ყოფილი მწვრთნელის, გია ცეცაძის დაბრუნების შესახება გაავრცელა განცხადება. ეს ინფორმაცია ცოხა ხნის წინ თავად, საფებხურთო კლუბი „სამტრედია"-ს გვერდმაც დაადასტურა. თუმცა ის, რომ დახმარებისთვის კლუბს ფედერაციისთვის ჰქონდა მიმართული საფეხბურთო წრეებში მოულოდნელობა იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „სამტრედიამ"  2 მწვერთნელი  (უჩა სოსიაშვილი და ბადრი კვარაცხელია) გამოიცვალა. აღარაფერი. რომ ვთქვათ მთელ რიგი ფეხბურთელეზე, რომლებიც გუნდში სწორედ ევროპა ლიგის თამაშებისთვის გასაძლიერებლად დაიმატა გუნდმა, მოგვიანებით კი  დაითხოვა.




„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თხოვნა, რის შედეგადაც,  გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21- წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.  ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა,"- აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა" - ნათქვამია, სფფ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ჩვენის მხრივ, შევეცადეთ დავკავშირებოდით სკ „სამტრედიას", საიდანაც გვაცნობეს, რომ გია ცეცაძე გუნდთან მუშაობას ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შემდეგ შეუდგება. დიდ შესვენებამდე კი „სამტრედია" ელიგის ბოლო მატჩში, 4 ივლისს, „საბურთალოს" წინააღმდეგ, ლანჩხუთში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან ჯოხაძე გამოიყვანს. ამ მომენტისთვის, "სამტრედიაში" ვერ აკონკრეტებენ, ევროპა ლიგისთვის მოახერხებს თუ არა იმერული კლუბი გაძლიერებას. ვადა 6 ივლისს იწურება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, სკ „სამტრედია" 10 ივლისს,  ყაზახურ "ტობოლს" წინააღმდეგ თბილისში, "მიხეილ მესხზე" გამართავს და ეს თამაში 20:00 საათზე დაიწყება.