ვინ მიიღებს და ვინ გაუშვებს
ვინ მიიღებს და ვინ გაუშვებს
02.07.2018
ავტორი:


საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულებამდე, ბუნებრივია, დარჩენილი ბოლო ტური და სატურნირო ცხრილის ზედა თუ ქვედა ნაწილში სიმჭიდროვე სალაპარაკო და სადაო თემაა. თუმცა, ამ წრის დასრულებამდე, რომ გუნდების უმეტესობა ვერც ვერაფერს შეცვლის და შემდეგ, სიმართლის დასამტკიცებლადაც 1 თვემდე ლოდინი მოუწევთ, ესეც ფაქტია. ამიტომ, ელიგის  მე-17 ტურის მიმოხილვისას შევეცდებით, იმ 4 გუნდზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებსაც 10 დღეში ევროპის საფეხბურთო სარბიელზე გამოსვლა ელით.

 

„ჩიხურა"

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურში, ამ გუნდებიდან პირველი „ჩიხურამ" ითამაშა. ალბათ, თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ თამაშის შემდეგ, საჩხერლების გასახდელიდან გამოსული ხმამაღალი საუბარიც, სრულიად ადექვატური იყო, იმ თამაშისა და შედეგისა, რომელიც „ჩიხურამ" თბილისში, მესხის მთავარ არენაზე „საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარა.

სიცხის ბრალი იყო, თუ მიმდინარე ჩემპიონატში პატარ-პატარა გაუგებრობების, რომელმაც საბოლოოდ, ჩვენი აზრით, დინო ჰამზიჩის მოედნიდან გასვლის მიზეზი გახდა, თამაშის შემეგ არ დაკონკრეტებულა.  საჩხერელთა მეკარის შეცვლამდე, მასა და დაცვის ხაზის მოთამაშეებს შორის პატარა შელაპარაკებაც მოხდა. შემდეგ კი, ჰამზიჩმა კუნთის ტკივილი მოიმიზეზა და მინდორი დატოვა.  

ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის ამ ტურში, „საბურთალომ" და „ჩიხურამ" ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. თბილისელებმა, როგორც მიმდინარე ჩემპიონატში „დაამუღამეს" გოლი ისეთ დროს გაუტანეს მეტოქეს, როდესაც სიტუაციის გამოსასწორებლად, ძალიან ცოტა გრჩება. 84-ე წუთზე თავი, დავით ვოლკოვმა გამოიჩინა და გუნდს გამარჯვების 3 ქულა მოუტანა, 1-0.  




მატჩის შემდეგ, ჩიხურელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ „ჩიხურამ" ცუდად არ ითამაშა. „ვერ შეუტევ ხეირიანად და გოლი გაგივაო", დასძინა ბოლოს მან. თუმცა, ამჯერად ფრუიძემ არაფერი ილაპარაკა თემაზე, რომელიც ევროტურნირების წინ ყველაზე მეტად, სწორედ მას აწუხებს და თან იცის, რომ მწირი დაფინანსების გამო, ვერაფერსაც ვერ შეცვლის.

„ჩიხურა", რომელიც 12 ივლისს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და პოლიტგავლენიან კლუბს დაუპირისპირდება. იერუსალიმის „ბეითარია".  „ბეითარმა", რომელიც ყველაზე აგრესიული და მკაცრი ქომაგებითაა ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ სახელიც კი გადაირქვა და „ბეითარ ტრამპ იერუსალიმი" გახდა.




ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, „ჩიხურასა" და „ბეითარის" პირველი შეხვედრისას, ჩამოჰყვებიან, თუ არა ებრაულ კლუბს ქომაგები (ბევრი რასისტულად განწყობილი). ერთი კი ცხადია, არც თუ შორეული წარსულიდან გამომდინარე („ჩიხურა"-„ბურსას" თბილისური დაპირისპირება მაქვს მხედველობაში), არ იქნება ურიგო, თუკი მატჩის დროს, მიხეილ მესხზე, სადაც „ჩიხურას" მოუწევს თამაში, უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის დატვირთვის მიუხედავად, ზომება ცოტა უფრო გამკაცრებული იყოს, ვიდრეს სხვა მატჩების დროს ხდება. ალბათ, გახსოვთ, „ჩიხურა" - „ბურსას" თამაშის შემდეგ, ხელჩართული ბრძოლა მეიდა-ოთახშიც კი მოხდა.

„ჩიხურასა" და „ბეითარის" საპასუხო შეხვედრას 19 ივლისს იერუსალიმში „ტედი სტედიუმზე" გაიმართება.


„სამტრედია"

იმერული კლუბი, რომელსაც 10 ივლისს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლის" მასპინძლობა მოუწევს, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ცხრილის ქვედა საფეხურებს ვერადავერ ასცდა.  სამაგიეროდ კლუბმა, 6 თვეში ორი მთავარი მწვრნელი შეიცვალა. თბილისში, „მიხეილ მესხზე", „რუსთავთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ბადრი კვარაცხელიამ რამდენიმე თვის წინ დაკავებული პოსტი დატოვა. კვარაცხელიას მწვერნელობის დროს, „სამტრედიამ", მხოლოდ ერთი, დ. ყიფიანის სახლელობის საქართველოს თასის შეხვედრის მოგება მოახერხა „მეშახტესტან", 3-2.




ბადრი კვარაცხელია გუნდიდან წასვლას ადასტურებს, თუმცა, „სამტრედიის" ოფიციალურ გვერდზე ჯერ-ჯერობით არაფერია ნათქვამი. თუმცა, ისევე, როგორც ყველაზე ბოლოს განაცხადეს, გუნდიდან ჯერ უჩა სოსიაშვილის, შემდეგ კი მთელი რიგი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ.

ვინ ჩაიბარებს „სამტრედიას" ევროტურნირების წინ და საერთოდ, რა პოლიტიკის გატარებას აპირებს გუნდი, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის დაწყებიდან დღემდე, კლუბი იმ ფეხბურთელების უმეტესობამაც დატოვა, რომლებიც სეზონის წინ, სწორედ ევროტურნირებისთვის გასაძლიერებლად დაიმატეს. დღემდე, საფეხბურთო კულუარებში, სახელდებიან ქართველი ფეხბურთელები, რომლებთანაც, ვითომდა კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს „სამტრედია". თუმცა, საბოლოოდ,  ეს ვარაუდები არ მართლდება.



ამასობაში კი, ევროტურნირის პირველ თამაშამდე, სულ უფრო ცოტა რჩება, სამტრედიალთა გვერდზე კი მხოლოდ ამ სიახლის ამოკითხვაა შესაძლებელი: „დმიტრო ულიანოვი ჩვენი გუნდის რიგებს ოფიციალურად დღეს შეემატა.


24 წლის მცველი "სამტრედიას" ღირსებას 33 ნომრის მაისურით დაიცავს. ულიანოვი ჩვენს გუნდში  რამატოვსკის "ავანგარდიდან" (უკრაინა) გადმოვიდა.

გულშევატკივარმა ახალწვეულის მოედანზე ხილვა შესაძლოა დღევანდელ მატჩზეც კი მოახერხოს. ჩვენი გუნდი კი კვლავ განაგრძობს გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, "ეროვნული ლიგის" მე-17 ტურის ფარგლებში, "რუსთავი" "სამტრედიას" 21:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის მეტოქე 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. "რუსთავს" მიმდინარე ჩემპიონატში 4 მოგება, 5 ფრე და 7 წაგება უფიქსირდება".

ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო, მე-17 ტურის მატჩი კი, „სამტრედიამ" თბილისში, „რუსთავთან" 2-1 წააგო.


„დინამო თბილისი"

თბილისური კლუბიდან გუნდის მეკარის ოთო გოშაძის წასვლის შემდეგ, საფეხბურთო წრეებში აქტიურად აპალარაკდნენ „დინამო თბილისში", არა აკადემიიდან ამოყვანილი, არამედ, სხვა მეკარის მოყვანის თაობაზეც. ერთ-ერთს, რომელსაც ყველაზე აქტიურად ასახელებენ და ამ ეტაპზე, შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, TSFF.GE დაუკავშირდა.




ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მას მართლა ჰქონდა კლუბიდან შემოთავაზება. თუმცა, ამ ეტაპზე საკითხი არც დადებითად არის გადაწყვეტილი და არც მოლაპარაკებაა დასრულებული. მისივე თქმით, „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა, პარალელურად კიდევ ერთ მეკარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ასე, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისის" ახალი (თუმცა შესაძლოა, კლუბისთვის კარგად ნაცნობი) სახელი და გვარი დააანონსოს.

ამასობაში, თბილისელებმა ზესტაფონში მიმდინარე ელიგაზე ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ითამაშეს. საერთო ჯამში, ამ შეხვედრაში 9 გოლი გავიდა და თუკი, დინამოელი ბუდუ ზივძივაძის მიერ 7-ჯერ გამოუყენებელ 99%-იან საგოლე მომენტს ჩავთვლით, დინამოელებს, ამ დღეს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლოთ, ვიდრე თბილისის სპორტის სასახლეში ქართველმა  კალათბურთელებმა სერბებთან მატჩში მოახერხეს.




„რთული ამინდი იყო. სიცხე იყო. გაუჭირდათ ფეხბურთელებს. მთლიანობაში, ფეხბურთელებით უკმაყოფილო არ ვარ. თუმცა, დასანანია, როდესაც ასეთ ბურთებს უშვებ. კარგია, რომ ვაგებდით თამაშს. გამოვასწორეთ და უპირატესობაც მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში, კიდევ 5 წუთი გვქონდა ჩავარდნა, რომლის დროსაც უპასუხო 2 გოლი მივიღეთ. მაგრამ ბიჭებმა, ბოლოს ხასაითი აჩვენეს და დამსახურებულად მოვიგეთ. უნდა გაკეთდეს ანალიზი, რადგან არ შეიძლება, როდესაც წინ 6 ბურთს გაიტან და უკან 3-ს გაუშვებ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავა.

ფაქტია, რომ „დინამო თბილისმა", რომელმაც რამდენიმე დღეში უეფას ევროპა ლიგის პირველი შეხვედრა უნდა გამართოს გასვლაზე, 12 ივლისს, სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედასთან" ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი და დასაწყობი. გუნდი, რომელიც მხოლოდ გასულ სეზონზე რამდენჯერმე განახევრდა და შემდეგ, თავიდან აიწყო, ჯერ კიდევ შენების პროცესშია და ძირითადად, აქცენტებს საკუთარ აკადემიაში აღზრილ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ამ ეტაპზე ერთად-ერთ ლეგიონერზე, დმიტრო ივანისენიაზე აკეთებს.




„ჩვენთვის ყველა ფეხბურთელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ლოჩოც საჭიროა, კობოც, ივანისენიაც, ქარადავაც, კუციაც... რომელმსაც ტრავმა ჰქონდა და დიდი ხანი გამოტოვა. „კოლხეთთან" ფლანგზე დაგვჭირდა და იქ მოუწია თამაში.  ასეთი ფეხბურთელები ძალიან სჭირდება გუნდს.  გარდამტეხ მომენტში საკვანძო გოლი გაიტანა ერგემლიძემ და 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. ბექა დარცმელიას დებიუტი იყო ძირითად შემადგენლობაში. მე კმაყოფილი ვარ. გასვალას ვთამაშობდით და აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ ბიჭმა მშვენივრად გაართვა თავი ამოცანას. კი, ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ეს გამოუცდელობის ბრალია და ამდენად მისაღებია. აქვს პოტენციალი, რომ მოუმატოს და კარგი ფეხბურთი ითამაშოს.  ზარო - ნელ-ნელა გვიბრუნდება. ოპერაციის შემდეგ დიდი პერიოდი გავიდა და ჯერ ვერ გავრისკე მისი შეყვანა. ასე, რომ „კოლხეთთან" გამარჯვება ყველას დამსახურებაა. ბუნებრივია, გვაქვს სურვილი, რომ ევროტურნირებისთვის გავძლიერდეთ. თუმცა, თუ მოიყვან ფეხბურთელს, ისეთი უნდა იყოს, რომ შიდა ჩემპიონატშიც ითამაშოს. მიზანიც ვიცი, რა გვაქვს - უეფას ევროპა ლიგის მოგება მინდა, მაგრამ რეალურად რამდენად შესაძლებელია ეს, ისე უნდა შვეხდეოთ და შევაფასოთ. ვიფიქრებთ ევროტურნირზეც, მაგრამ მანამდე, ეროვნული ლიგის უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს გორთან გასამართი", - ამბობს კახა კაჭარავა.




სხვათა შორის, გუშინ მოსკოვში დარეგისტრირებულმა ბუკმეიკერულმა კომპანიამ მატჩის მსვლელობისას, როდესაც „კოხეთი 1913" 1-0 იგებდა და ისიც, სულ რაღაც 9 წუთი (რადგან ვინც არ უყურა, შეგახსენებთ, რომ ანგარიში პირველივე ტაიმში 42 წუთზე ლაშა თოთაძემ გაათანაბრა) და „დინამო თბილისის" მოგებაზე ძალიან ბევრი ფსონი შესულა, რატომღაც ეჭვი შეიტანა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის შესაძლებლობებში და აღნიშნული ინფორმაცია ევროპული სპორტის უსაფრთხოების სამსახურს (ESSA) უკვე გადაუგზავნა. თუმცა, არაფრად ჩათვალა სხვა ინფორმაციის გადამოწმება, მაგალითად მატჩის სტატისტიკა, რაც თავისთავად  ე.წ. გარიგებული თამაშის ყველა ვარაუდს გააქარწყლებდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ევროტურნირების წინ ფსიქოლოგიური საინფორმაციო ომიც, ერთ-ერთი ბინძური, თუმცა მიღებული საშუალებაა. ალბათ, BWIN-ს ეჭვებს, უფრო ისიც გაამძაფრებდა, ბუდუ ზივზივაძეს, დინამოელთა 6 გოლისთვის, ზემოთხსენებული  7-ი, 99%-იანი შესაძლებობიდან 2 გოლი, რომ მაინც გაეტანა.



ახლა მთავარია, ახალგაზრდა დინამოელებმა, ეს ინფორმაციაც „გაატარონ" და ევროტურნირებისთვის მზადება გააგრძელონ. მანამდე კი,  გორის „დილასთან" მატჩისთვის მოემზადონ. „კოლხეთი 1913"  კი „დინამო თბილისმა" 3-6 დაამარცხა.

 

„ტორპედო"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბოლოსთვის შემოვინახე. ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში, ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ, ქუთაისელებმა თამაშში შემობრუნება 85-ე წუთზე შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ქიმაძის გოლით, 1-2 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში,  დიდი ალბათობით, მეორე წრის ბოლომდე მე-5 ადგილი შეინარჩუნეს

თუ ეროვნული ჩემპიონატის შარშანდელი გათამაშების ქრონოლოგიას გადავხედავთ, „ტორპედომ", 2017 წლის სეზონზეც ბოლოში მოუმატა. თუმცა, მაშინ კლუბს ევროტურნირებისთვის დიდად გაძლიერებაზე არც უფიქრია და „ტრენჩინთან" მარცხიც უმტკივნეულოდ გადაიტანა. ახლა კი, ქუთათურები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სერიოზულად ემზადებიან.



მიუხედავად იმისა, რომ ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ყოველთვის არიდებდა თავს კლუბის გაძლიერებაზე საუბარს, „ტორპედომ" გამონახა რესურსი და ლეგიონერები დაიმატა.

10  ივლისს, 19:30 ქუთაისში, მოლდოვას ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ტირასპოლის „შერიფის" წინააღმდეგ, კახა ჩხეტიანის გუნდში სადებიუტო მატჩი ექნება მარეკ ჰლინკას. „ტორპედოს" სლოვაკი ახალწვეული საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან „ბანიკ ოსტრავადან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 27 წლის სლოვაკი, სხვადასხვა დროს თამაშობდა პრაღას „დუკლაში" და ტრნავას „სპარტაკში".  2010-12 წლებში, ჰლინკას სლოვაკეთის 21-წლამდელთა  ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

კიდევ ორი ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე ცოტა ევროტურნირებზე ქუთათურთა რიგებს დაიცავენ, ლაზარ მარინი და ოლექსანდრ აზაცკი არიან. 24 წლის მცველები უკრაინელი ოლექსანდრ აზაცკი, ჰლინკას მსგავსად „ტორპედოში" „ბანიკ ოსტრავადან" გადავიდა.  ბულგარელი ლაზარ მარინი  კი  „ტორპედოში" 2019 წლის აპრილამდე დარჩება.



ამ მომენტისთვის, ცნობილია ისიც, რომ „ტორპედო" ორი ქართველი ფეხბურთელითაც გაძლიერდება. წინასწარი ინფორმაციით, „რუსთავის" ფეხბურთელებს მათე ცინცძეს და ლევან გეგეჭკორს, სარფიანი კონტრაქტები 2018 წლის 1 ივლისიდან უნდა გაეფორმებინათ. ფეხბურთელები, მოლაპარაკებებს აგენტის საშუალებით აწარმოებენ და პირობებზე თანხმდებიან. ქუთაისურმა კლუბმა, კი ფეხბურთელებთან გაფორმებული ტრანსფერების შესახებ, სოცლიალური ქსელით განცხადებაც  ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ კი აიღო.  აიღო, რადგან ფეხბურთელების თქმით, მათ კონტრაქტებზე ჯერ ხელი მოწერილი არა აქვთ. ამას გარდა, მოგეხსენებათ,  რომ ცინცაძესაც და გეგეჭკოს, 5 ივლისს, თბილისის „ლოკომოტივის" წინააღმდეგ უწევთ თამაში. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კი „რუსთავი", რომელიც ელიგაში ამოსვლის შემდეგ, არც თუ მყარად ასპარეზობს, ვერც ამ ფეხბურთელებს შეიყვანდა სასტარტო შემადგენლობაში და კიდევ უფრო იზარალებდა.



და ბოლოს, როგორც ჩანს ქუთაისის მერიამ გაითვალისწინა და გაითავისა „ტორპედოს" მნიშვნელობა იმერული ქალაქისთვის და გუნდს, საფეხბურთო (ჩემპიონთა ლიგის სტანდარტები გავქვს მხედველობაში) ინფრასტრუქტურის გამართვაში, დახმარება დაუწყო. ახლა, მთავარია ყველაფერი მოესწროს. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუკი უეფა ინფრასტრუქტურულ ნორმებს დაიწუნებდა „ტორპედოს" საშინაო თამაშის გამართვა თბილისში მოუწევდა.

 

***

მე-17 ტურის დანარჩენილ  ბოლო შეხვედრაში, რომლითაც ელიგის ეს ტური დაიწყო გორში „დილამ" დაძაბულ ბრძოლაში, 3-2 დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივი".

სწორედ „დილა"  და  „დინამო თბილისი" შეხვდებიან ერთმანეთს, ეროვნული ლიგის დიდ შესვენებამდე ბოლო ტურში. გათამაშების ლიდერი „საბურთალო" კი გასვლაზე „სამტრედიას" ეთამაშება. არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის მომავალმა ჩემპიონმა, სწორედ ამ ტურის შემდეგ გააკეთოს საჩემპიონო განაცხადი.