ისტორიული, დაწინაურებული თუმცა, ბევრი დილემით
ისტორიული, დაწინაურებული თუმცა, ბევრი დილემით
16.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა, თუმცა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მთავარ ბანერზე მოსახვედრად ჯერ კიდევ სამი ადგილი აკლია, ქართველი გულშემატკივრისთვის კი, რომელიც მხოლოდ ელიტარულ თამაშებზე მარიაჟობით არ საზრდოობს, თამაშის ხარისხის მომატებაა სასურველი, რაც ამ სამი და შესაძლოა, კიდევ მეტი საფეხურის დაძლევაში მოგვეხმარება. ამის თქმის საბაბს, სწორედ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის ხარისხია, რომელიც მხოლოდ მთავარ მწვრთნელს და ნატურალიზებულ კალათბურთელს არ უნდა დაბრალდეს და სწორი ანალიზის, გადამეტებული ამბიციის, სამწვრთნელო-სასელექციო სამუშაოში ჩაურევლობისა და თავისუფალების ხარჯზე უნდა მოხვდეს. მოკლედ, პრობლემა ცოტა უფრო გლობალურია და დილემა მალე გადასაჭრელი. თუ ვინმეს სურვილი აქვს ამ ნათქვამის გაგების, აუცილებლად გაიგებს, თუ არა და არც აქვს აზრი უმტკიცო, თუ ზემოთაღნიშნული რას გულისხმობს.


ასეა თუ ისე,  ფიბა-ს ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ 10 პოზიციით გაიუმჯობესა ადგილი და 465.9 ქულით ახლა მსოფლიო რეიტინგში 23 ადგილზეა. ევროპის კონტინეტის მასშტაბით კი, მე-14. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაგარია და ალბათ, იდიოტი უნდა იყო, რომ არ გახარებდეს, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად, იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხვდა 16 გუნდში, ჯგუფიდან სადაც იყო კაბო ვერდე (ამჟამად, 46-ე პოზიციაზეა და მთელი 19 საფეხურით ამაღლდა მსოფლიოს შემდეგ) და ვენესუელა (მსოფლიოს შემდგე 22-ე ადგილზეა), მოდით შევთანხმდეთ, რომელთა საკონტინენტო კალათბურთს, ევროპული ბევრად უსწრებს.

ფიბას სრული რეიტინგი


პს - „სლოვენიასთან, მსაჯებმა დაგვწვესო. თან მერე იმ გერმანიასთან წავაგეთ, სლოვენია, რომ დაღეჭაო", მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი გამოსავალს ამაში ხედავს. თუმცა, ალბათ, მოკლე მეხსიერების გამო, რადგან ელემენტარულად არ ახსენდებათ თბილისში, ევრობასკეტზე 22 მოპარული წამი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ამ დროში, კალათბურთში, თამაშებიც შემობრუნებულა, მითუმეტეს თუ ქულა-ქულაში მიდის თამაში.