მედია-საბილიარდო ტურნირმა გამარჯვებულები "პულში" გამოავლინა
მედია-საბილიარდო ტურნირმა გამარჯვებულები "პულში" გამოავლინა
30.06.2018
ავტორი:

დღეს, თბილისში, ვერის ბაღში მდებარე საბილიარდო კლუბში „მეტროპული" დასრულდა მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018". რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ახალი ფორმატით აღდგენილი მედია-ტურნირის გამარჯვებული „რაგბი TV"-ს სახელით მოასპარეზე პაპუნა ფირალიშვილი გახდა.

ფინალურ ასპარზობაში ფირალიშვილმა „ნიუს ჯორჯიას" ჟურნალისტი ნოდარ მაისურაძე დაამრაცხა. შეხვედრა, რომელიც 6 მოგებამდე მიდიოდა, საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. ტურნირის გამარჯვებულმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგარში 3-3 გახდა მეტოქის „გატეხვა" მოახერხა და საბოლოოდ 6-4 გაიმარჯვა.



ამ მატჩამდე, დღესვე ფინალისტებმა ½ ფინალებიც ითამაშეს. პირველ ნახევარფინალში, რომლის ლაივსტრიმი, საბილიარდო-კლუბი „მეტროპულის" ფეისბუქგვერდით გადაიცემოდა (ისევე, როგორც ფინალური შეხვედრა), ერთმანეთს  პაპუნა ფირალიშვილი და „რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი დუდუ კურდღელია შეხვდნენ. ფინალის მსგავსად, ეს შეხვედრაც დაძაბულად წარიმართა და 5-3, ფირალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.




მეორე ნახევარფინალში, ნოდარ მაისურაძემ ასევე, „რუსთავი 2"-ის  წარმოადგენელი ლევან პატარიძე 5-1 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის, სწორედ რუსთავი2-ელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული პატარიძე გახდა.

გამარჯვებულებს, საბილიარდო კლუბმა „მეტროპული" 1 კვირიანი, 2 კვირიანი და 1 თვიანი ულიმიტო აბონიმენტები გადასცა, შესაბამისად მე-3, მე-2 და პირველ ადგილზე გასული ჟურნალისტებისთვის. თუმცა, მედიის წარმომადგენელთა შორის სპორტული ბილიარდის პოპულარიზაციის მიზნით, „მეტროპულმა" ტურნირის ყველა მონაწილეს 1კვირიანი ულიმიტო ვაუჩერები გადასცა, რომელთა გამოყენება, მედიის წარმომადგენლებს ხვალიდან 1 ივლისიდან შეეძლებათ.



შეგახსენებთ, რომ ტურნირმა „მეტროპული 2018" სტარტი 21 ივნისს აიღო და მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული 18 მედია-საშუალების 40-მდე წარმოადგენელმა აიღო. შეჯიბრი, როგორვ ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ჩატარდა. ქალთა შორის გამარჯვებული რადიო „თნამგზავრის" ჟურნალისტი ნინი ჩხაიძე გახდა. მეორე იყო, რადიო „იმედის" წარმომადგენელი ნატა თეთრაშვილი. მესამე კი, ნინო გაზდელიანი „რუსთავი 2"-დან.



მედია-საბილიარდო ტურნირის მთავარი მსაჯი, საქართველოში ცნობილი მობილიარდე ენრიკო მაჩაიძე იყო. მას დღეს, საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ალექსიძემ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სერტიფიკატი გადასცა.




საბილიარდო კლუბი „მეტროპული" ვერის ბაღში რამდენიმე თვეა გაიხსნა. მასში 170-ზე მეტი პროფესიონალი თუ მოყვარული მობილიარდეა გაწევრიანებული. თბილისში არსებულ საბილიარდოებს შორის ყველაზე დიდი სიცრცე, სადაც თანამედროვე 16 მაგიდაა დამონჟებული მედია-საბილიარდო ტურნირის დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში თბილისის პირველობას უმსაპინძლებს. ტურნირში, რომელიც 6-7-8 ივლისს გაიმართება, მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, „მეტროპულის" ფეისბუქგვერდით დარეგისტრირდნენ. ბოლო ინფორმაციით რეგისტრაციის დასრულებამდე უკვე ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობის სურვილი საქართველოს 5 რეგიონის 3 ათეულზე მეტი ადამიანიმა გამოთქვა. რეგისტრაციის ვადა 2018 წლის 5 ივლისს იწურება.