მატჩი წავაგეთ, ბრძოლა გრძელდება
მატჩი წავაგეთ, ბრძოლა გრძელდება
29.06.2018
ავტორი:

მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოს-სერბეთის შეხვედრის ამსახველი უფრო მეტი  ფოტო დაიდო, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კალათბურთელებმა, ურთულეს თამაშში ქულის დაგროვება შესძლეს. ბუნებრივია, უძლიერეს მეტოქესთან, საღ გონებაზე მოაზროვნეს, არაზეციურ შედეგზე არ უნდა ეფიქრა. თუმცა, თუ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სასიამოვნო სიურპრიზებს და ნაკრებში მყოფი ახალგაზრდა კალათბურთელების რესურსებს გადავთვლით, თბილისში, სპორტის სასახლეში, საკუთარი მაყურებლის წინაშე არც 37 ქულით უნდა წაგვევო.

თუმცა, აქ არის კიდევ ერთი „თუმცა", საკუთარი კედლების ფაქტორი, რომელმაც ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ მატჩში, ქართველ კალათბურთელებზე, როგორც სჩანს უდიდესი როლი ითამაშა.



„ნურაფერს იტყვით მოთამაშეებზე და ნუ დაადანაშაულებთ მათ. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ასეთი ცუდი თამაშისთვის პირადად ვუხდი ბოდიშს ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს. წაგება არსებობს ღირსეული, თუმცა ეს ასეთი არ ყოფილა. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია და რასაც გულშემატკივარი ელოდა. კალათბურთს აქვს კარგი და ცუდი მომენტები. ეს იყო ცუდი მომენტი, რაც მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან უკვე 3 დღეში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ავსტრიასთან უნდა გავიმარჯვოთ, რომ მსოფლიო შესარჩევ ტურნირში ასპარეზობა გავაგრძელოთ და მოგვეცეს როგორც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება, ასევე იმ ახალგაზრდების განვითარება, რომლებსაც დღეს დებიუტი ჰქონდათ და არცთუ ურიგო" - ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა, ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა.




თბილისში ჩამოსულ სერბეთის ნაკრებს, რომელსაც ძირითადი გუნდის რამდენიმე მოთამაშე მილოშ ტეოდოსიჩი, მიროსლავ რადულიცა, ნიკოლა იოკიჩი არ ჰყავდათ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდერ ჯორჯევიჩმა მათი ჩანაცვლება „ცრვენას" მოთამაშეებით და ბობან მარიანოვიჩით, რომელიც NBA-ში თამაშობს ისე მოახრეხა, რომ სერბებმა პირველი ტაიმი 18-37 მოიგეს. ფაქტიურად კი, მატჩის ამ ნაწილის შემდეგ. შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააანონსეს. პირველ ტაიმის შემდეგ, ორივე გუნდში საუკეთესო სერბი დეიან ტოდოროვიჩი გახლდათ - 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი.




 „კარგი თამაში იყო... სერიოზულად ნათამაშები პირველი წუთებიდან ბოლომდე, კარგი დაცვით დაწყებული, სხვა სათამაშო კომპონენტებით დამთავრებული. იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც გუნდს ჰქონდა, ბიჭებმა თამაშის დროს კარგად იმუშავეს. თუმცა, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ თამაშში, არამედ მთლიანად ამ შეკრებაზე. დღევანდელი მატჩი იყო გასაღები, მომდევნო საკვალიფიკაციოზე მოსახვედრად, მოგებული თამაშების კარგი ბალანსით, ვიდრე ეს საქართველოს ექნება. თუმცა, ახლა ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ, მოვახერხოთ აღდგენა და მომდევნო მატჩისთვის ვიფიქროთ, რომელიც გერმანიასთან გვიწევს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯორჯევიჩმა.




მატჩის ამ მონაკვეთში,  ქართველთაგან 6 ქულა და 8 მოხსნა თორნიკე შენგელიამ მიითვალა. ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერმა, რომელიც გუნდს, ამ მატჩამდე რამდენიმე დღით  არდე შემოურეთდა, საბოლოოდ მხოლოდ 13 ქულის დაგროვება შესძლო.

"ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, მაგრამ არ მინდა, რომ თავის მართლება გამომივიდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბეთი სიძლიერით პირველი თუ არა, მეორე გუნდი ნამდვილად არის ევროპაში. თუმცა, ასე არ უნდა წაგვეგო და რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ავსტრიასთან მატჩის წინ, განვლილ შეხვედრას დეტალურად გავაანალიზებთ და დასკვნებსაც გამოვიტანთ. პირველ რიგში დაცვას უნდა მივხედოთ. დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს, თუმცა სათადარიგოთა სკამს სიღრმე მაინც აკლია. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ავსტრიასთან მატჩიათვის უკეთ მოვემზადოთ. უნდა გამოვასწიროთ ვითარება", - განაცხადა მატჩის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ.




კიდევ ერთი დეტალი დღევანდელი შეხვედრიდან, რომელიც შეგვეძლო აგვეთვისებინა პერიმეტრი იყო. თუმცა, პირველ ტაიმში  18 სამქულიანიდან, ქართველებმა ზუსტად მხოლოდ 2 ჩააგდეს. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სერბებთან, ზუროსმა მის ხელთ ასრებული 14-დან შემდეგი 12 მოთამაშე დააყენა: რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, ანატოლი ბოისა, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე.



საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეულების და გუნდთან თორიკე შენგელიას დამატებით შეგულიანებული ქართველმა ქომაგმა, თბილისური სიცხის მიუხედავად სპორტის სასახლე გადააავსო. თანაც, გულშემატკივარს, შარშან დაახლოებით ამ დროს, „ევრო 2017"-ის წინ „აკროპოლის თასზე" დამარცხებული სერბეთი უფრო ახსოვდათ, ვიდრე ის, რომ ამ „ევრო 2017"-ის ვიცე ჩემპიონთან, მსოფლიოს მიმდინარე შესარჩევზე ქართველებმა პირველი თამაში, ბელგრადში 105-87 წავაგეთ. შესაძლოა ამის გამოც, მოლოდინი უფრო დიდი იყო ვიდრე, რეალური სიტუაციის (საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გვინდა თუ არ გვინდა თაობათ ცვლის მტკივნეულად მიმდინარე პროცესია) შეფასება. სამწუხაროდ, კალათბურთის ფედერაციაში, ამ კუთხით, მედიისგან ყურადღების გამახვილებას, რატომღაც შეურაცხოფად და მტკივნეულად იღებენ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარდა, რომელსაც ყველა ევროპელივით სჯერა, რომ ის პროცესი რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მის მუშაობას დაემთხვა, გარდაუვალი პროცესია და წარმატება ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ.




ბუნებრივია, სერბეთთან „კატასტროფის" მიუხედავად, ამ შენების მომენტს, ყველაზე კარგად სწორედ, კალათბურთელები აუღებენ ალღოს. ის თაობა, რომლებიც ახალი ქართული გუნდის შენებას იწყებენ.  მითუმეტეს, რომ მატჩის ნათელი წერტილი, საქართველოს ნაკრებში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოჩენა იყო. სერბეთთან მატჩში, თანაც საკუთარ კედლებში, რომელიც გვინდა თუ არა, ფეიქოლოგიური თვალსაზრისით და განსაკუთრებულად ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ათმაგად რთულია, სანდრო მამუკელაშვილმა და რატი ანდრონიკაშვილმა ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშეს და მიუხედავად გუნდის დამარცხებისა, მათ დებიუტი დადებითი და წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ.




საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 4 მეოთხედიდან, ოთხივე წააგო: 11-18, 7-19, 18-23, 14-27 და საბოლოოდ შეხვედრა 37 ქულით 50-87 დასთმო. საქართველოს ნაკრებში, ამ დღეს, ყველაზე შედეგიანი, გუნდის ახალწვეული ლეგიონერი თად მაკფადენი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა. ბუნებრივია, საკუთარ კედლებში, ასეთი ანგარიშით მარცხი დამთრგუნველია, მაგრამ ქართველმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებმა, ახლა ამ მატჩიდან დასკვნების გამოტანა და ამ ეტაპის ბოლო შეხვედრაზე კონცეტრაცია უნდა მოახერხონ.




საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივლისს, ავსტრიის ნაკრებთან მატჩით მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკციო ეტაპს ასრულებს. ავსტრიელებმა, გერმანიაში 85-63 წააგეს. G ჯგუფში ამ მომენტისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სასურველ მე-3 ადგილზეა. ილიას ზუროსის გუნდს, ავსტიელებთან მატჩში, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს. ასე, რომ ერთი ოჯახში, რომელშიც ქართველთა ბერძენი მწვრთნელი საკალათბურთო მატჩში მონაწილე ყველა რგოლს, მოთამაშეს, მედიას და ქომაგს გულისხმობს, 2 ივლისს, 19:00-ზე კვლავ ერთად იქნება თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ.