ფუტსალის ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - „ტატიშვილი“
ფუტსალის ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - „ტატიშვილი“
16.06.2018
ავტორი:

 

საქართველოს ფუტსალის  ლიგის  2017-18 წლების სეზონის  გამარჯვებული "ტატიშვილი" გახდა. 3-რაუნდიანი ფინალის ბოლო შეხვედრაში, რომელიშიც „ტატიშვილი" და „კოლხი-გულრიფში" ასპარეზობდნენ, მედიკოსებმა 4-0 იმარჯვეს. შეხვედრაში, ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა, 1-0. პირველივე ტაიმში მედიკოსებმა მეორე გოლის გატანაც მოახერხეს და შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, 2-0.  აღსანიშნავია „ტატიშვილის" მიერ გატანილი მეორე გოლი, რომელიც გუნდის მეკარეს,  თორნიკე  ბუკიას ეკუთვნის.

„დაძაბული შეხვედრა იყო. დიდი ანგარიშით დამთავრდა, თუმცა ეს თამაშის მსვლელობას არ ასახავს. მთელი სეზონის განმავლობაში, ბიჭები, ყველაფერს ვაკეთებდით ამ ტურნირის მოსაგებად. ეს იყო ყოველდღიური შრომა, რომელიც დაგვიფასდა. გავემგზავრებით ლიგაზე, სადაც ვეცდებით, რომ სასურველი შედეგისთვის ვითამაშებთ. სასიხარულო და მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ხდება ხოლმე, გადის ასეთი გოლები ფეხბურთში. მისი წყალობით ანგარიში 2-მდე გაიზარდა. არა აქვს მნიშვნელობა გოლი ვის გააქვს, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ტურნირი მოვიგეთ", - ამბობს თორნიკე ბუკია, რომელმაც ამ შეხვედრაში თითქმის პირველი გოლის ანალოგიური მეორეც გაიტანა და დუბლი გაიფორმა. მოგვიანებით კი „ტატიშვილის" მეკარე, ფუტსალის ლიგის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.




მეორე გოლი ბუკიამ, მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანა, ანგარიში სამამდე გაზარდა და „კოლხი" რთულ ვითარებაში ჩააგდო. გატანილი გოლების გარდა, ბუკიამ, „კოლხის" მიერ კარის ჩარჩოში დარტმული ყველა ბურთი მოიგერია. მატჩის და სეზონის  ბოლო გოლი  კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა.

„ერთ-ერთი საუკეთესო და ძალია საინტერესო ჩემპიონატი იყო. ამიტომ, როგორც გულშემატკივარს, გული მწყდება, რომ დასრულდა. განსაკუთრებით, ფინალური მატჩები იყო ძალიან დაძაბული და ორი გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ, ღირსეულად გავიდნენ ფინალში. „ტატიშვილი", ფინალში შარშანდელი მარცხის შემდეგ, ამ თამაშებში უფრო მოტივირებული, მეტად გამოცდილი ჩანდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა გუნდს, „კოლხი-გულრიფშს", რომელიც დებიუტანტი იყო და ნამდვილად, წარმატებაა, რომ ფინალამდე მივიდა. ფუტსალის ლიგას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, დაწრმუნებული ვარ, უფრო და უფრო საინტერესო გახდება. ეს არის ერთ-ერი ყველაზე მასობრივი პროექტი, რომელიც ამ მიღზევაზე არ გაჩერდება. მაქსიმალისტები ვართ და მეტი გვინდა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი უფრო მეტ საინტერესოს შესთავაზებს გულშემატკივარს", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.




საქართველოში, ფუტსალის მზარდ პოტენზიალზე ისიც მეტყველებს, რომ  3 წლის წინ, ქვეყანაში არც ოფიციალირი ჩემპიონატი არსებობდა, ნაკრების დონეზეც მძიმე ვითარება იყო და ამ სახეობის შესახებაც ბევრმა არაფერი იცოდა.

„დღეს, აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა ვიხილეთ. ეს არაა შემთხვევითი და ამაში დიდი შრომაა ჩადებული იმ ადამიანების მხრიდან, რომელბიც ფუტსალის ლიგას მართავენ, ეხმარებიან მოთამაშეებს.  თუნდაც ის, რომ წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობდნენ ლეგიონერები ამის დასტურია.  ფუტსალი ლიგა პროგრესირებს და ეს, ფუტსალის ეროვნული ნაკრების და საერთოდ ფეხბურთის წარმატებაზე აისახება", - ამბობს ლევან კობიაშვილი.




ქართულ პირველობაზე შეუმჩვნევლები ლეგიონერები ნამდვილად არ დარჩენილან. ფინალური შეხვედრის ბოლოს გამართულ დაჯილდოვების ცერემონილზე, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პრიზები ალი ასლანს (საუკეთესო მეკარე „აგორა") და რაჰმან სარანს (საუკეთესო უნივერსაი „კოლხი-გულრიფში") გადასცა. საერთო ჯამში დავით მუჯირმა, ფუტსალის ლიგის 7 ნომინანტი დააჯილდოვა. ბუკიას, ასლანისა და სარანის გარდა, პრიზები კიდევ 4 ფეხბურთელს გადაეცა: საუკეთესო მცველი შოთა თოფურია გახდა „სტუ-თელასიდან", საუკეთესო ასისტენტი ამირან ცხომარია „კოლხი-გულრიფში", საუკეთესო თავდამსხმელად ვახტანგ კეკელია „ტატიშვილი". ტურნირის ბომბარდირი კი 33 გატანილი გოლით გიორგი სილაგავა გახდა „ტატიშვილი".



ფუტსალის ლიგის ახალ ჩემპიონს „ტატიშვილს", გამარჯვებულის თასი  საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი, უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.  

და ბოლოს, ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხზე - ამ დღემ, ჩვენთვისაც, რომელიც მთელს სეზონს ვაშუქებდით და მედია-პარტნიორები ვიყავით, მოულოდნელად სასიამოვნო აკადემიურ და ქართული რეალობისთვის ჯერ, ისევ უცხო გარემოში ჩაიარა. ერთია, გამომდინარე მატჩის დატვირთვიდან გულდასაწყვატია, რომ ტრიბუნები ცარიელი იყო და მეორე - მედია ლოჟაშიც, მხოლოდ 10-მდე ჟურნალისტი დავთვალეთ.