ზაზა ნადირაძე, ქართველო ევროპის ჩემპიონების რიცხვს შეემატა
ზაზა ნადირაძე, ქართველო ევროპის ჩემპიონების რიცხვს შეემატა
10.06.2018
ავტორი:

„მეგობრებო ახლა სერბეთში ვარ ევროპის ჩემპიონატზე, დღეს დამეწყო შეჯიბრი, პირველი სტარტი მქონდა უკვე, ჩემი შესარჩევი მოვიგე და პირდაპირ ფინალში გადავედი, ფინალი ხვალაა საქ.დროით 15:10 და შეგიძლიათ ამ ლინკზე პირდაპირ ეთერში უყუროთ.კონკურენცია უდიდესი და უძლიერესია, მაგრამ ბევრსაც ნუ ინერვიულებთ ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს", -ასეთი შინაარსის მესიჯი კანოეში ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ, გადამწყვეტ სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე დადო, სტარტზე მისულმა კი #მოუსვა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო, 2018 წელს ოქროთი ჩაანაცვლა.
ქართველმა ნიჩბოსანმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, 15:00 საათზე იასპარეზა. დაძაბულ გაცურვაში ნადირაძემ დისტანცია 39.200 წამში დაფარა და რუს ივან შტილს, სულ რაღაც 0,024 წამით გადაუსწრო. ევროპის ჩემპიონატის ასპარეზობის პირველ დღეს, ზაზა ნადირაძემ (C1) შესარჩევის მოგების შემდეგ, პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონის ტუტულთან ერთად, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. სერბეთის ევროპულ ჩემპიონატზე, „მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების" ლიცენზიებიც გათამაშდა. ზაზა ნადირაძესთან ერთად, ამ თამაშების ლიცენზია ბადრი ყაველაშვილმაც მოიპოვა.