„მემარჯვენე“ დინამოელი
„მემარჯვენე“ დინამოელი
08.06.2018
ავტორი:

„.. რამდენჯერაც გვერდს ჩავუვლიდი „დინამო არენას", ყოველთვის მიჩნდებოდა სურვლი და განცდა, რომ ლეგენდას ვუყურებდი გარედან. ერთდ დღესაც, დადგა ის დღე, რომ მეც გამოვედი ამ სტადიონზე და ბუნებრივია, ასეთ სტადიონზე თამაშისას, პასუხისმგებლობა გიათმაგდება. კი, გთრგუნავს რაღაცნაირად. პირველ რიგში მოწინააღმდეგეს და შენც. გხდის პასუხისმგებელს, რომ შენ თამაშობ ამ გუნდში და ამ მოედანზე. ჩემთვის, ასეთ ლეგენდარულ გუნდში და სტადიონზე თამაში, რაღაცნაირი ათმაგი შემართბეაა და სიამაყე" - ამბობს გუჯა რიხაიას.

ეს არის ფრაგმენტები „დინამო თბილისის" ფეხბურთელთან გუჯა რუხაიასთან ჩაწერილი ინტერვიულად, რომელიც დიღომში, ანდრო ჟორდანიას „დინამოს საწვრთნელ" ბაზაზე ჩავწერეთ.

- თვის ბოლოს უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშებია უკვე ჩანიშნული. რას ეტყოდი გულშემატკივას, ფან-სექტორი, ბუნებრივია, არ მყავს მხედველობაში

- გულშემატკივარს, ვთხოვდი, რომ მოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენ, ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა. რაც არ უნდა დავიხარჯოთ და მივიღოთ სიამოვნება, საბოლოოდ, ყველაფერი კეთდება მათთვის. ამიტომ, ძალიან უდისესი თხოვნაა, მოვიდნენ ტრიბუნებზე. ჩვენ კი, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, 100%-ით და ასეთ დროს, მათი მხარდაჭერა არის მთავარი.

ფეხბურთელთან საუბარმა, სულ 20 წუთი გასტანა და ეს დროც, გუჯამ ვარჯიშსა და ვარჯიშამდე მოსამზადებელი პროცედურების შუალედში გამონახა. სანაკრებო შესვენების დროს, მაშინ, როდესაც „დინამო თბილისის" ძირითადი გუნდის თითქმის მთელი შემადგენლობა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იყო გადანაწილებული, იქ, სადაც „ცხოვრობს დინამო" დასვენების არაფერი შეიმჩნეოდა. თბილისელები, ამ შესვენების შემდეგ, პირველ შეხვედრას ეროვნულ ლიგაზე 10 ივნისს საჩხერის „ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩებამდე კიდევ ხუთი, 4 ელიგის და ერთიც სათასო შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ეს „დინამოსთვის", ევროტურნირის მნიშნელოვან თამაშებამდე ბოლო მოსამზადებელი პერიოდი იქნება. ასე, რომ ჩვენც და ალბათ, თქვენც გულშემატკივარი გუჯა რუხაიასაც და „დინამო თბილისსაც" წარმატებულ ზაფხულს ვუსურვებთ.

დაწვრილებით ინტერვიუ იხილეთ ბმულზე