ფუტსალის ლიგაზე ფინალური სერია იწყება
ფუტსალის ლიგაზე ფინალური სერია იწყება
07.06.2018
ავტორი:

საქართვეოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერია, ხვალ 8 ივნისს დაიწყება. გამარჯვებული, ის გუნდი გახდება, რომელიც 2 თამაშს მოიგებს. ½ ფინალური სერიის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინალური სერიის შემდეგ ახალი ჩემპიონი ეყოლება.

მოქმედმა ჩემპიონმა „სტუ-თელამსა" დაძაბული ½ ფინალის მესამე შეხვედრა „ტატიშვილთან" 1-4 წააგო და ფინალის საგზურს დაემშვიდობა.  „სამწუხაროდ დავმარცხდით. ბევრი  მომენტის  რეალიზება  და  გამოყენება  ვერ  შევძელით. ჩემი აზრით, მსაჯების შეცდომებმა დიდი როლი იქონია, შედეგზე. მოწინააღმდეგეს ვულოცავ, დღეს  ჩვენი გუნდისთვის გამარჯვების  დღე არ  იყო", - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ კახა მაისაიამ („სტუ-თელასი").

შეხვედრის  ძირითადი დრო გატანილი გოლების  გარეშე,  ფრედ 0-0 დასრულდა.  მატჩში ანგარიში დამატებითი დროის მესამე  წუთზე, გიორგი  სილაგავამ  გახსნა. რამდენიმე  წუთში კი უპირატესობა თორნიკე ბუკიამ, კარიდან კარში გატანილი გოლით გაზარდა. მალევე, ბუკიამ დუბლიც მიითვალა. მედიკოსებიდან, ბოლოს „სტუ-თელასოს" კარში გატანილი გოლის ავტორი გიორგი  ქურდაძე გახდა.  თელასის ფეხბურთელებიდან პრესტიჟის გოლი შოთა თოფურიას ანგარიშზეა.



„დაძაბული შეხვედრა იყო. მოველოდი  კიდეც  რთულ მატჩს, რადგან უძლიერესი მეტოქე  გვყავდა, „თელასის" სახით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში  წავაგეთ, უკანასკნელ ორ შეხვედრაში ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს. ამ მოგებით არაფერი დასრულებულა. წინ  ფინალია. ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ ღირსეულად  ვიასპარეზოთ. ვთვლი,რომ  მსგავსი თამაშები ქართულ ფუტსალს ძალიან  წაადგება. რაც  შეეხება  მსაჯობას,  მე  მათ ვერ  განვსჯი, რადგან  ფუტსალი სპორტის დინამიური სახეობაა და შეცდომები ორივე  გუნდის  მხარეს  შეიძლება  მოხდეს", - ამბობს, ალექსანდრე ძაბირაძე, „ტატიშვილის" მწვრთნელი.

დაპირისპირების შინაარსიდან და იმის გათვალისიწნებით, რომ შარშან ქვეყნის ჩემპიონი სწორედ, ამ გუნდების დაპირისპირებაში გამოვლინდა, ½ ფინალის ამ წყვილის თამაშებიც, რომ არ იქნებოდა დაძაბულობასა და ინტრიგას მოკლებული, თავიდანვე ნათელი იყო. თუმცა, ყვითელი და წითელი ბარათების იმ რაოდენობას რაც ამ თამაშში დაფიქსირდა, მაინც არავინ ელოდა.

***

თუკი, „ტატიშვილი" ფუტსალის ლიგის ფინალში ზედიზედ მეორე წერია გადის, მისი მეტოქე, „კოლხი-გულრიფში" გათამაშების დებიუტანტია და ალბათ, სეზონის დასაწყისში, ვერავინ იფიქრებდა, რომ ფინალში, სწორედ ამ გუნდს იხილავდა.



„ჩემი გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატებაა ფინალში მოხვედრა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფინალი გვეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი თამაში  წავაგეთ, ვფიქრობ, შევძელით ვითარების გამოსწორება და დამსახურებულად მოვიპოვეთ ფინალის საგზური. რაც  შეეხება  ჩვენს  მეტოქეს  ფინალში, „ტატიშვილთან"  რეგულარულ ჩემპიონატში უარყოფითი ბალანსი  გვაქვს. თუმცა,  გამორიცხული არაფერია, ფუტსალში  ყველაფერი ხდება და ჩვენ ყველაფერს  გავაკეთებთ  იმისათვის, რომ  გავხდეთ  ჩემპიონები", - ამბობს, ამირან ცხომარია („კოლხი-გულრიფში").

½ ფინალური სერიის  მესამე, გადამწყვეტ  შეხვედრაში  შავიზღვისპირელებმა,  „აგორა" დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 3-1 დაამარცხეს. მატჩში ანგარიში  მე-4  წუთზე  „აგორას" ბრაზილიელმა  ლეგიონერმა  ბრუნო მელომ  გახსნა 0-1. თუმცა, წონასწორობა მე-14  წუთზე „კოლხის" ფეხბურთელმა დიმიტრი ანდღულაძემ მალევე აღადგინა, 1-1. ბაბაქ ალავერიქჰანმა კი 26-ე წუთზე „კოლხი-გულრიფში" ეფექტური გოლით დააწიანურა, 1-2. ამ შეხვედრაში, საბოლოო წერტილი „კოლხის" კიდევ ერთმა ირანელმა ლეგიონერმა, აბდულ რაჰმან სარანმა დაუსვა. 



„თამაში  კარგად დავიწყეთ, თუმცა  გაგრძელება  არ   გვივარგოდა. კონცენტრაცია  დავკარგეთ, ბავშვური შეცდომები დავუშვით და არ გვაპატია მოწინააღმდეგემ. მათ მსგავსი  შეცდომები არ  დაუშვეს. დამსახურებულად გაიმარჯვეს. მესამე  ადგილისთვის  ბრძოლა ფსიქოლოგიური მომენტიდან  გამომდინარე  ცოტა  გაგვიჭირდება, რადგან  ფინალში  გასვლას  ვგეგმავდით. თუმცა,  პროფესიონალები ვართ და ბუნებრივია, მოედანზე   მოსაგებად  გავალთმოედანზე,"- ამბობს, დავით  ბობოხიძე, („აგორა").

***

რეგულარული სეზონი გუნდებმა I-II ადგილებზე დაასრულეს. ისევე როგორც სატურნირო ცხრილში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ტატიშვილის" მხარესაა. ალექსნადრე ძაბირაძის შეგირდების ანგარიშზე, სამიდან სამი მოგება. ასე, რომ საინტერესო და დაძაბული ფინალი გველის. ფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 8 ივნისს 21:00 დაიწყება. მანამდე კი ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებული „აგორას"  და „სტუ-თელასი", მე-3  ადგილისთვის  იბრძოლებენ. მე-3 ადგილისთვის მატჩიც თბილისის ოლიპმირ სასახლეში, 8 ივნისს გაიმართება და ის 18:30 დაიწყება.