სერია A-ს ქართველი MVP და ქართული ლეგიონის ფინიშის სწორი ტური
სერია A-ს ქართველი MVP და ქართული ლეგიონის ფინიშის სწორი ტური
03.06.2023
ავტორი: TSFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ქართული ლეგიონის ბიჭები კი, „არდადეგებამდე" კვლავ ყურადღების ცენტრში არიან,

დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლიში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ოდნავ ადრე, სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, დაანონსებულ ნომინაციებში ხვიჩა კვარაცხელია, არც ერთ ნომინაცია დაასახელა. საზოგადოების ნაწილმა ეს „კვარას" შეურაცხყოფად მიიღო, მეორე ნაწილისთვის კი, ეს იყო მინიშნება, რომ „კვარას" სხვა ჯილდო ელოდა.


„კვარა" ევროპის ხუთი ტოპ ლიგიდან ერთ-ერთის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თავის პირველ იტალიურ სეზონში კვარაცხელიამ არა მარტო ხალხის სიყვარული მოიპობა, ის MVP-იც გახდა.


დღეს, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე ქართველებიდან, ერთ-ერთის გუნდს, მთავარ ლიგაში დაწინაურების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოსა" და „როდეზის"  მატჩი შეწყდა და დიდი ალბათობით, ის აღარ გაიმართება, „ბორდოს" კი, რომლის ფანიც ტრიბუნიდან გადახტა და თავს დაესხა მოწინააღმდეგეს, უფრო ალბათ, ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.


ამ გარემოებით კი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, „ტუზი" დაეცა მეორე ქართველის გიორგი მიქაუტაძის გუნდს, რომელმაც დღეს საჭირიო 3 ქულა აიღო. ჟორჟის დღეს, გოლი არ გაუტანია, თუმცა, ის კვალავ აცხადებს პრეტენზიას გახდეს ლიგის ბომბარდირი.


ბეწვის ხიდზე გაიარა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ". ქართველი მეკარის სათვალავში რამდენიმე „სეივია" მისმა გუნდმა კი, „ესპანიოლთან' ფრედ 2-2 ითამაშა და მინიმუმ ბოლო ტურამდე, ლა-ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „მამარდას" გუნდი ბოლო შეხვედრას, 4 ივნისს სტუმრად, „რეალ ბეტისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.



სტატიაში გამოყენებულია Lega Serie A-სა და ფეხბურთელთა კლუბების ფოტოები