სვანაძემ 21-წლამდები გაფართოებულ სიაში 35 ფეხბურთელი დაასახელა - გუნდი 10 ივნისიდან იკრიბება
სვანაძემ 21-წლამდები გაფართოებულ სიაში 35 ფეხბურთელი დაასახელა - გუნდი 10 ივნისიდან იკრიბება
02.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი - ეს ის 5 ფეხბურთელია, რომელიც ორშაბათიდან ვილი სანიოლის ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული, თუმცა, ასაკიდან გამომდინარე საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდნენ.


დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სიიდან, რომელშიც თავდაპირველად 35 მოთამაშეა დასახელებული , ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს. ამ მომენტისთვის, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები, ლარნაკაში, უეფა-ს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩის გასამართად თამაშამდე ბოლოჯერ ივარჯიშებენ.


შესაბამისად, ისინი,  თუკი,  21-წლამდე გუნდის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში დასახელდებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის წინ, 22 ივნისიდან შეუერთდებიან - ამ ეტაპზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.


ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კი, რამაზ სვანაძის გუნდი, 10 ივნისიდან დაიწყებს. ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატზე,  ჯგუფურ ეტაპის პირველ შეხვედრას, 21 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.


U21-ის გაფართოებული შემადგენლობაში გამოძახებულები არიან:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („"დინამო თბილისი""), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), ნოდარ ყალიჩავა („"სამგურალი"").


მცველები: ცოტნე კაპანაძე ("საბურთალო"), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი ("საბურთალო"), სანდრო კალანდაძე ("დინამო თბილისი"), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა ("საბურთალო"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი მაისურაძე ("დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).


ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი ("საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი ("საბურთალო"), გიორგი წიტაიშვილი („ლეხ პოზნანი", პოლონეთი), ნიკა ხორხელი ("სამგურალი"), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი"), შოთა ნონიკაშვილი ("საბურთალო"), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი ("დინამო თბილისი"), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო თბილისი"), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა"), ცოტნე ფაცაცია („შუქურა" ქობულეთი), ლუკა ხორხელი ("სამგურალი"), ნოდარ ლომინაძე ("სამგურალი").


თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი", ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ლადო ჩიხრაძე ("სამგურალი").


აქვე შეგახსენებთ, რომ 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად მოხვდა. სვანაძის გუნდი, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ითამაშებს. მატჩების განრიგი კი, შემდეგნაირია:


21 ივნისი / საქართველო - პორტუგალია / 20:00

24 ივნისი / საქართველო - ბელგია / 20:00

27 ივნისი / საქართველო - ნიდერლანდები / 20:00