სანიოლიმ ნაკრებს უხმო
სანიოლიმ ნაკრებს უხმო
02.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ივნისიდან საქართველოში ევროპული ფეხბურთის ტურნირების ცხელი მარათონი იწყება. პირველი, სტარტზე ქვეყნის ეროვნული ნაკრები გამოდის. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისიდან დაიწყებს. ამავე დღეს, პირველ ვარჯიშამდე, ქართველთა მთავარი მწვრთნელი, მედიისთვის ტრადიციულ შეხვედრასაც გამართავს.

ვილის გუნდი, თავდაპირველად არასრული შემადგენლობით შეიკრიბება და ფეხბურთელები, რომლებსაც საკლუბო თამაშები აქვთ, გუნდის საწვრთნელ პროცესს მოგვიანებით შეუერთდებიან.


ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ივნისის სათამაშო ფანჯარაში, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსის, რამდენიმე დღეში 20 ივნისს კი, შოტლანდიის წინააღმდეგ, გლაზგოში ითამაშებს.


აღნიშნული მატჩებისთვის ვილის სანიოლიმ გაფართოებულ შემადგენლობაში 25 ფეხბურთელს დაუძახა. 2015 წლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებთა ერთად იქნება თეირანის „პერსეპოლისის", ფეხბურთელი გიორგი გველესიანი. ასევე, საკმაოდ გრძელი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს ნიქოზიის „აპოელის" მოთამაშე გიორგი ქვილითაიასაც.


ჩვენი გუნდის შემადგენლობა ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება:


მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო", მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („ქარაგიუმრუქი", სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი).


მატჩების განრიგი

17 ივნისი / კვიპროსი - საქართველო / 22:45

20 ივნისი  / შოტლანდია - საქართველო / 22:45