მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!
მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!
29.03.2023
ავტორი: სოფო ნიკოლაძე

დიდი წარმატებით იასპარეზეს  ქართველმა ქალებმა ქალები მონტენეგროში დასრულებულ  ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატზე.


მერი არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულით, პირველობა გაინაწილა პოლონელ ოლივია კიოლბასასთან ერთად და პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან ფლობდნენ: 2003 წელს - ზურაბ აზმაიფარაშვილი, ხოლო 2017 წელს ნანა ძაგნიძე.


გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა  სალომე მელიამ. 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი. სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველი მონაწილეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:


1 ადგილი - მერი არაბიძე     - 8,5 ქულა; (+10 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

5 ადგილი -  სალომე მელია  - 8  ქულა;   (+11 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

7 ადგილი - ლელა ჯავახიშვილი - 7,5 ქულა; (+2 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

28 ადგილი -  ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა; (- 13  ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

32 ადგილი - ლილე ქორიძე - 6,5 ქულა; (+69 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

106 ადგილი - ელენე წოწონავა - 5 ქულა; (+23 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

108 ადგილი - ნია დონღვანი - 4,5 ქულა; (+28 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)

113 ადგილი - დიანა ლომაია - 4,5 ქულა;  (+106 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)


#ითამაშეჭადრაკი #მერიარაბიძე #სალომემელია #ლელაჯავახიშვილი #ევროპისქალთაჩემპიონატი


თბილისში ჩამოდიან 30 მარტს, 16:35 - სტამბოლი-თბილსის რეისით