ადამიანი, რომელიც საქართველოს ეამაყება
ადამიანი, რომელიც საქართველოს ეამაყება
22.05.2018
ავტორი:

ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის ასი წლის საიუბილეო კვირეული და ბუნებრივია, რომ ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ ადამიანების განსაკუთრებულ ღვაწლს, ვინც ჩვენ ყველას გვეამაყება და ვინც გვაერთიანებს. ქართული საზოგადოების ერთერთი გამორჩეული ნაწილი იყვნენ და არიან ჩვენი სპორტსმენები და განსაკუთრებით, კი ფეხბურთელები.

როდესაც თქვენ იმარჯვებდით, იმ მომენტში, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება. იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც მართალია, არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა თავისი გამარჯვების, წარმატებისა და ბრძოლის უნარს. გვახსოვს, რომ ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის მომენტიც, რომ ეს დღეები საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის დღეებად გამოაცხადა, დაუვიწყარია ის ემოცია, რასაც აკეთებდა ვიტალი დარასელია მოედანზე, ეს ემოცია იყო რამაც კიდევ უფრო წელში გაგვმართა და იმის შეძლება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამ ღვაწლის აღსანიშნავად, ჩვენი ზეიმის გასაძლიერებლად, მინდა, ბატონი ვიტალი დარასელია დავაჯილდოვო ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ და ეს ჯილდო გადავცე მის შვილს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილმა.

ღირსების ორდენი თბილისის „დინამოს" მე-6 ნომრის შვილებს, ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. შეხვედრა დღეს, 22 მაისს, საქრათველოს ფეხბურთის ფედერაციაში შედგა.

„პრეზიდენტის აქ მობრძანება ჩვენთვის საამაყოა. განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ჩვენთან იმყოფება. ვიტალი დარასელიას ღირსების ორდენით დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ასეთი ნაბიჯებით ადამიანების დაფასება ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ჯილდოვდებიან სპორტის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ფეხბურთის წარმომადგენლები. ქართული საფეხბურთო ოჯახის სახელით მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს" - ამბობს, ლევან კობიაშვილი.

ვიტალი დარასელია,  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში დააჯილდოვეს სიკვდილის შემდეგ. სფფ-ში გამართულ ცერემონიას კი, 1981 წლის ისტორიული მატჩში მონაწილე დინამოელთაგან გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე და  პირველი გოლის ავტორი ვლადიმერ გუცაევი ესწრებოდნენ.