9-დან 2 ქართველი, მსოფლიოს უძლიერეს კანოისტებს შორის
9-დან 2 ქართველი, მსოფლიოს უძლიერეს კანოისტებს შორის
21.05.2018
ავტორი:

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, კვლავ ყურადრების ცენტრში მოექცა. 24 წლის სპორტსმენმა ამჯერად, უნგრეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ვერცხის მედალი მოიპოვა.

„ერთ-ერთი მაღალი დონის შეჯიბრი იყო. რთულიც, რა თქმა უნდა. ლიტველ ჰენრიკას ზისტაუსკასზე „ჯავრი" კი ვიყარე, იმის გამო, რომ შარშან, ამავე შეჯიბრზე, ამავე ადგილას მომიგო. ახლა, მე მოვუგე, მაგრამ მისმა გუნდელმა, ორივე დაგვამარცხა. საბოლოოდ, პირველ ადგილზე ლიტველი სპორტსმენი იყო, მეორეზე მე და შემდეგ, მესამეზე, ისევ ლიტყველი", - ამბობს ზაზა ნადირაძე, tsff.ge-სთან საუბრისას.

უნგრეთის ქალაქ სეგედში, კანოეს მსოფლიო თსის ფინალურ გაცურვაში ორმა ქართველმა კანოისტმა, ზაზა ნადირაძემ და მურიკო მალანიამ იასპარეზა. 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში ზაზამ დისტანციის დაფარვა 38,504 წმ მოახერხა და მხოლოდ 0,078-ით ჩამორჩა გამარჯვებულს.

„წელს ეს ჩემი პირველი სტარტი იყო. ყველა შეჯიბრზე მაქსიმუმს ვაკეთებ. მომავალი შეჯიბრი 3 კვირაში მიწევს. ეს იქნება, ევროპის ჩემპიონატი, სადაც ოლიმპიური თამაშების ევროპული ლიცენზიები თამაშდება. შემდეგ 1 თვეში ევროპის სტუდენტთა ჩემპიონატზე გამოვალ და აგვისტოს ბოლოს, უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე", - ამბობს ზაზა ნადირაძე.

უნგრეთში გათამაშებულ მსოფლიო თასზე კი 9 საუკეთესო სპორტსმენს შორის 2 ქართველია. ზაზა ნადირაძის გარდა, ფინალში მურმან მალანიამაც იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მალანია, 19 წლისაა და ე.წ. სენიორებთან პაექრობაში ნაჩვენები ეს შედეგი, არც თუ ურიგოა.

კიდევ ერთი ქართველი კანოისტი მარიამ ქერდიკაშვილი მოხვდა მსოფლიოს 9 საუკეთესო კანოისტ ქალს შორის. დუშელმა გოგონამ, უნგრეთის ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიო დონის, პრესტიჟურ საერთაშორისო ტურნირზე.

#მოუსვააა